ხანდაზმული ქალები

ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილი, 77 წლის, ბოლნისი

„1943 წელს, როცა მე დავიბადე, გერმანელები უკვე გადასახლებული იყვნენ ბოლნისიდან, მაგრამ შემორჩენილი იყვნენ, ძირითადად, გერმანელი ქალები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების კაცებზე - იქნებოდა ეს სომეხი, ბერძენი, აზერბაიჯანელი თუ სხვა, ბოლნისში იყვნენ გათხოვილი. ბოლნისელი შვაბები ----------------------------------- გერმანელები ანუ შვაბები, მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლდნენ სამხრეთ გერმანიიდან ბოლნისში, მაშინდელ ეკატერინენფელდში. სადაც ამჟამად

ლიანა ტატიშვილი, 71 წლის, ხაშური

ამბობენ, რომ მუსიკალურად თავიდანვე ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. მეც მახსოვს, საბავშვო ბაღში როცა ვმღეროდი, აკომპანიმენტი არასოდეს მომწონდა იმიტომ, რომ ეტყობა, ბუნებამ დამაჯილდოვა ძალიან დიდი ნიჭით და 3 წლის ასაკშიც ვხვდებოდი ცუდად დაკრულს. მუსიკალური სკოლა რომ დავამთავრე ხაშურში, სკოლის დირექტორმა, ნინა პაატაშვილმა, თბილისში ნიკა მიასნიკოვთან მიმიყვანა, რომელიც

მავილე ბურჭულაძე, 72 წლის, ბათუმი

„ბათუმის სახლიდან, სადაც ახლა „მარსელი“ მდებარეობს და სადაც ბებია-ბაბუასთან და მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი, 1949 წელს გადაგვასახლეს. მე მაშინ 3 წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 5-ის. ფრაგმენტებად მახსოვს ეს ამბავი: მოვიდნენ სამხედროები და სატვირთო მანქანით წაგვიყვანეს ეშელონში. მატარებელში, რომელიც შუა აზიაში მიდიოდა, ბევრი ადამიანი იყო, ბევრი

მერი ჭანუყვაძე, 83 წლის, სოფელი წითელმთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

„მამაჩემი 1937 წლის 8 აგვისტოს დააპატიმრეს, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე. სოციალ-დემოკრატი იყო და 1926 წელს ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული, 6 წელი ტაშკენტში გაატარა. 1937 წელს ისევ დააპატიმრეს, როგორც ადრე დანაპატიმრები და კომის ასსრ-ში გადაასახლეს. დედა გვზრდიდა, ძალიან კარგი, მშრომელი ქალი იყო და მამის მაგივრობასაც გვიწევდა.

ასმათ პეტრიაშვილი, 92 წლის, თბილისი

პანდემია "ჩემი ცხოვრების პერიოდში, ჩემს მეხსიერებაში რაც შედის, ასეთი ამბავი არა ყოფილა. ძალიან შეშინებული ვიყავით, მაგრამ ვფრთხილობდით, რასაც გვეუბნებოდნენ და გვასწავლიდნენ, ყველაფერს ვასრულებდით: არ გავდიოდით, არ დავდიოდით, ადრე მოვიმარაგეთ იმდენი მაკარონი და ბრინჯი, იმდენი მოვაგროვეთ, ალბათ, მერმისამდე გვეყოფა. ძველებისგან კი გადმოცემული მაქვს, შავი ჭირით რომ დაიხოცნენ

გულნარა ჩიტაძე, 82 წლის, გორი

მამაჩემი ---------------- "თბილისში ვარ დაბადებული. მამისთვინ დედაჩემი მეორე მეუღლე იყო. მამა მსახიობი კაცი იყო და ამავე დროს, ჩამომსხმელი მუშა. ომი რომ დაიწყო, ქარხანაში წაიყვანეს. მაშინ ახალი გამოგონებული იყო ზარბაზანი „კატიუშა“ და იმის ნაწილებს ასხამდნენ. ფაქტიურად ომი მაშინ ამ ზარბაზანმა მოიგო. ომი რომ დამთავრდა, მამა ქარხნიდან წამოვიდა, მე

მარიამ ხანგოშვილი, 78 წლის, ჯოყოლო, პანკისის ხეობა

მე თვითონ დუისელი ვარ. ისე მოხდა, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობდი. 8 თვის ვყოფილვარ, როცა ის ფრონტზე დაიღუპა. დედაჩემი მეორედ აქ, ჯოყოლოში გათხოვდა. მეც თან წამომიყვანა და თავისთან ერთად მზრდიდა. მამით და-ძმა არ მყავდა, მაგრამ დედით შვიდი და და ერთი ძმა ვიყავით. ოჯახში ბევრს შრომობდნენ

ლენა გერგაული, 75 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი

„მე 12 წელი 550-ე ქარხანაში ლაბორატორიაში ვმუშაობდი რუსთავში, ანალიზებს ვაკეთებდი. სამუშაო ძალიან საინტერესო იყო. კოლექტივიც ძალიან თბილი და საინტერესო იყო, რომ წამოვედი გული დამწყდა ძალიან, მაგრამ რომ გავთხოვდი და ბავშვი მეყოლა, ჩემი მუშაობა აღარ შეიძლებოდა. თუმცა, შვილი რომ წამოიზარდა მინდოდა დაბრუნება, მაგრამ შარი მომდეს ამდენი