ხანდაზმული ქალები

ანგელინა სოზაშვილი, 87 წლის რუსთავის მოხუცებულთა სახლი

„ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს მეც და ჩემს გარშემომყოფებს, იმიტომ რომ ახალ წლებზე ბევრი სტუმარი მოდის ჩვენს სახლში. მოდიან სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, მუსიკალური სასწავლებლებიდან და გვიმართავენ კონცერტებს, მოაქვთ საჩუქრები. იცით რა? აი, ღირსება გვემატება, რომ არ ვართ დაკარგულები და დავიწყებულები. თქვენც ხომ მაგიტომ მოხვედით ჩვენთან, რომ

ეთერი გვარამაძე, 86 წლის, რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი

„წარმოშობით გურული ვარ, მაგრამ თბილისში ვცხოვრობდი. მე და ჩემი მეუღლე ოჯახის მდგომარეობის გამო მოვხვდით რუსთავში. რუსთავი ჩემთვის სრულიად უცხო და ახალი იყო, არავინ მყავდა აქ. ქალაქის ნაწილი რომ იყო, ან უნდა გაიზარდო აქ, ან სწავლობდე ან უნდა მუშაობდე, მე ეს ყველაფერი თბილისში მქონდა. მაგრამ ვერ

ელენე ლუხუტაშვილი, 88 წლის, თელავი

„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად - სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ

ნუნუ ბერია, 80 წლის, თელავი

"ბავშვობიდანვე მიყვარდა თოჯინების კეთება. მე ზესტაფონელი ვარ, არდადეგებზე ვისვენებდით ხოლმე სოფელში და იქ სიმინდის ღეროსაგან დავიწყე თოჯინების გაკეთება, კაბებს ვუკერავდით და ასე ვერთობოდით. მაშინ არ იყო არც ტელევიზია, არც რადიო და რაღაცით ხომ უნდა გავრთობილიყავით?! მერე უკვე სწავლა რომ დაიწყო და უკვე დიდი გავხდი, ამას

ანიჩკა ბებო, 82 წლის, ხადას ხეობა, სოფელი წკერე

„18 წლის ვიყავი შავები რომ ჩავიცვი: ჯერ მშობლები დამეღუპა, მერე ქმარი, შემდეგ შვილი. წკერე ხადას ხეობის ბოლო სოფელია, მთის წვერზე არის გაშენებული და აქ მას შემდეგ ვცხოვრობ რაც გავთხოვდი. 21 წლისა ვიყავი მაშინ. ახლა ჩემი შვილები და შვილიშვილები ზოგი ქალაქში, ზოგიც ფასანაურის ახლო სოფლებში ცხოვრობენ.