იმერეთი

ბაია აბულაძე, 23 წლის, სოფელი ობჩა, ბაღდათი

„ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ამჟამად ყველაზე მეტად დაკავშირებულია მევენახეობა-მეღვინეობასთან. ეს არის ის, რაც უკვე დიდი ხანია მაინტერესებს, თუმცა მეწარმეობის, მომგებიანობის კუთხით ეს საქმე სულ ახლახანს დავინახე. სხვათაშორის, 1 წელია უკვე, რაც ჩემი სახელობის ღვინო ჩამოვასხი. მახსოვს, ლიტვაში

ქრისტინე მაღლაკელიძე, 23 წლის, ქუთაისი

(პროფესიით იურისტია და საქართველოს სკაუტების სამუშაო ჯგუფთან ერთად მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშესაწყობად მუშაობს სახელმწიფო პროგრამაზე - "აწარმოე საქართველოში". ქრისტინე არის დემოკრატიისა და განათლების აქტივისტი) „გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ჩვენი ყოველდღიურობისთვის იმგვარად ორგანულია, რომ საზოგადოება უთანასწორობას იღებს ბუნებრივად, თანასწორობა კი პირიქით, როგორღაც ეუცნაურებათ. აი მაგალითად, ჩემი ველოსიპედის

თამუნა ნიკოლეიშვილი, 28 წლის, ქუთაისი

„ჩვენს კულტურაში დაუოჯახებელი ქალი ორ კატეგორიად იყოფა: გაუთხოვარი და გასათხოვარი ქალები. ქალის თავისუფალი ნების მიმართ საერთოდ არ არის ტოლერანტობა. პირიქით, თუ ქალი დაუქორწინებელია გარკვეულ ასაკამდე, ის ხდება საზოგადოებისთვის საეჭვო. მე მუდმივად ვაწყდები ჩემს გარემოში შეკითხვას „ რატომ არ თხოვდები?“ ძირითადად თვლიან, რომ რადგან უკვე მივიღე

ნატალი პატარიძე, 29 წლის, ქუთაისი

ბილოგიური სქესი ჩვენს კულტურაში ქალისთვის უამრავ ბარიერს ქმნის. ეს ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი - ჩემი ნაადრევი ქორწინებიდან დაწყებული ჩემს კარიერულ წინსვლამდე დასრულებული, ყველაგან მიწევდა საკუთარი „ადამიანობის“, თანასწორი სტატუსის დამტკიცება და თავის დამკვიდრება. 16 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. შემდეგ 2 გოგონა შემეძინა.

ლელა, 40 წლის, ქუთაისი

"ის, რომ ქალი მეორე სქესი იყო, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში აღვიქვი. ჩვენ ორი და ვართ. ძალიან ხშირად მესმოდა მამისგან, რომ არ ჰქონდა ცხოვრების მოტივაცია, რადგა არ ყავდა ბიჭი შვილი - მემკვიდრე. ეს ძნელი გასაგები იყო მაშინაც და საკმაოდ მტკივნეულია ახლაც. მაშინ, ბავშვობისას, უკვე ვიცოდი, რომ გამიჭირდებოდა

ნინო მაღლაფერიძე, 35 წლის, ქუთაისი

„საბა არის 11 წლის. ფიზიკურად ძალიან ლამაზი, ემოციური და დადებითი. მისგან მხოლოდ სითბო და პოზიტივი მოდის. საბასთან პრობლემა შეგვექმნა მაშინ, როდესაც იყო 4 წლის. არ მეტყველებდა. გარეგნული, ფიზიკური ან სხვა რაიმე შეზღუდვები არ ჰქონდა. ამ გამოცდილებიდან რომ ვფიქრობ და თან მე მეორე შვილიც შემეძინა, საბას