სამეგრელო-ზემო სვანეთი

ნათელა სოსელია. 87 წლის. სოფელი გუდავა, გალის რაიონი.

„ნახევრად ცარიელი იყო ჩვენი სოფელი იმ ღამით. უკვე დაძინებას ვაპირებით მე და დათიკო, ვიღაცამ კარზე რომ დაგვიბრახუნა. გაიქეცით, დაიმალეთ სადმე, აფხაზები მოდიან და ვინც დარჩენილები არიან, ყველას კლავენო. როგორც ვიყავით ჩაცმულები ისე გავიქეცით. მე პერანგი მეცვა და ხალათი, ფეხშიშველი ვიყავი. მარტო სანთლის ჩაქრობა მოვასწარი, სახლი

თეონა (29) და თამარ (31) გურგულიანები, სოფელი ლაჰილი, მესტია

„მესტიაში ვცხოვრობდით, თუმცა ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილი ლაჰილი იყო, სადაც ბებიასთან და ბაბუასთან ზაფხულობით ვისვენებდით ხოლმე. ჩვენ ჩვენი სამოთხე გვქონდა. ბებია და ბაბუა ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ბედნიერებისთვის. 90-იანი წლები და გაჭირვების პერიოდი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ არაფერი გვაკლდა, ჩვენები მეურნეობას ეწეოდნენ, კარგად ვცხოვრობდით, ყველაფერი

ემილი, 25 წლის, გაგრა

„დაახლოებით სამი წელია „პარტიზანი მებაღე“ ვარ, ჯგუფს ჩამოყალიბებიდან რამდენიმე თვეში შევუერთდი და იქიდან მოყოლებული მოძრაობის აქტიური წევრი ვარ. პირველად, ამ მოძრაობის შესახებ ვაკის პარკის მწვავე შემთხვევის დროს გავიგე. უცებ აღმოვაჩინე, რომ იყო ხალხი, ვინც მწვანე საფარს იცავდა და ხმამაღლა საუბრობდა ამაზე, პროტესტს გამოთვქვამდა. მაშინ პირველად შემოვიდა

ანი ქარდავა, 25 წლის, გალი

„ძალიან პატარა ვიყავი გალი რომ დავტოვეთ, სადღაც წლის და 8 თვის, ამიტომ სახლის დატოვების მომენტი და მგზავრობა კარგად არ მახსოვს. მახსოვს თბილისში ჩვენი ცხოვრება როგორი იყო, როცა ჩამოვედით. მახსოვს 14 ლარზე რიგში დგომა, რომ წყალი არ გვქონდა, რომ 2 გაჩერება უნდა გევლო ფეხით წყლის მოსატანად. მახსოვს,

ლალი, 46 წლის, გალი

„რომ არა დევნილობა, პირადად მე, ზუსტად ვიცი, რომ იმ გზით არ ვივლიდი რა გზითაც მომიწია სიარული. მთელი ჩემი ცხოვრების სირთულეები მიეკუთვნება დევნილობის პერიოდს. სულ პატარა იყო ჩემი შვილი, წლის და 6 თვის. მე პროფესიით პედაგოგი ვარ და გალში ვმუშაობდი. მაშინ პედსაბჭოზე ვიჯექი, როდესაც განგაში ატყდა.

ნათია გოგოხია, 37 წლის, ზუგდიდი

„პროფესიით ვარ ექიმი, ქირურგი და 2 შვილის დედა. ჩემი პროფესიის არჩევის დროს ახლობლების წინააღმდეგობას გადავაწყდი. მირჩევდნენ, რომ ქირურგობა რთული საქმე იყო და ქალის ორმაგი მოვალეობა - შვილების და ოჯახის მოვლა და ეს პროფესია შეუთავსებელი იქნებოდა. თუმცა სირთულეები არასდროს მაშინებდა და რაც მაინტერესებდა, ის პროფესია ავირჩიე.

მანანა, 31 წლის, გალი

„მძაფრად მახსოვს ის მომენტი, როდესაც სახლს ვტოვებდით. მაშინ 9 წლის ვიყავი. ბევრი ცუდი მოგონება მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მეტად დედაჩემის სახე დამამახსოვრდა, როდესაც ვუყურებდი როგორ ტიროდა. იმ დროს ვაცნობიერებდი რაც ხდებოდა. ვიცოდი რომ ომი იყო, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავით და ასეც მოხდა

მონიკა ქობალია, 15 წლის, ზუგდიდი

„მინდა რომ ერთხელ მაინც გადავუშალო ადამიანებს გული საკუთარ ცხოვრებაზე და კარგი იქნება ჩემი მსმენელები, ქალები თუ იქნებიან. 8 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა. მე და დედიკო დავრჩით. იმისათვის, რომ სკოლაში სრულფასოვნად მესწავლა, ჩამეცვა, სასკოლო ნივთები მეყიდა, შემოსავალი გვჭირდებოდა. მანამდე მამა არაფერს მაკლებდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ

ეკა მიქენაია, 41 წლის, ზუგდიდი

„ჩემი მიწასთან ურთიერთობა, 2011 წლამდე მხოლოდ ქოთანში ჩარგული მცენარეებით შემოიფარგლებოდა. მთელი ბავშვობა თეთრი შურით მშურდა კლასელი ბავშვების, შაბათ-კვირას სოფელში რომ გარბოდნენ. ვიდრე 2011 წელს მეგობრის, ნანი ფიფიას სოფელ ჩხორიაში USAID/NEO პროექტის ფარგლებში მარწყვის გაშენების საგრანტო კონკურსში არ მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში გავიმარჯვეთ და ერთ-ერთი პირველები ვიყავით