დალი ვეშაგურიძე, 52 წლის, ზემო ალვანი
„ზემო ალვანის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი ჯერ ბუღალტრად და დღემდე მატერიალურ-ტექნიკურ მომმარაგებლად. სწორედ იმ დროს, როცა პედაგოგები 2-3 საათზე ამთავრებენ სამუშაოს, ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანებს საღამოს 5 საათამდე გვიწევს სკოლაში ყოფნა. სადილიც იქ უნდა მივირთვათ. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ სადილზე თინას, ჩვენს თანამშრომელს, მოჰქონდა თავისი მოწეული უგემრიელესი პომიდორი,