თემები

ნათელა გრიგალაშვილი, თბილისი

თაგვეთი სოფელში ტყის პირას ვცხოვრობდით. ბავშვებთან დიდად დროს არ ვატარებდი და არ ვთამაშობდი, უფრო ჩემთვის, განცალკევებით ვიყავი. ვცხოვრობდი ფილმებით და წიგნებით, ჩემს სამყაროში ჩაკეტილი. 16 წლისამ დავამთავრე სკოლა, წამოვედი თბილისში და მას მერე უმეტესი ნაწილი ჩემი ცხოვრებისა თბილისში მაქვს გატარებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, შინაგანად ისევ ჩემს

თეონა ფანქველაშვილი, 34 წლის, გორი

"მე იცით როგორ ოჯახში გავიზარდე? 5 წლისას მითხრეს, რომ ბაღში რასაც მასწავლიდნენ ლენინის და სტალინის შესახებ, ტყუილია და მათზე ამ ოჯახში არ საუბრობენ, რადგან ამ ადამიანებს საქართველოსთვის კარგი არასოდეს გაუკეთებიათ. მასწავლეს, რომ ჩვენ ბევრად უკეთესი ისტორიული მოღვაწეები გვყავს და შემეძლო მათით მეამაყა. პაპაჩემი კი, რომელიც

მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი

„23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა.

მერი მძელური, 25 წლის, თბილისი

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ამასთან ერთად, ტაქსისტად ვმუშაობ „ტაქსიფაიში“. იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ ტაქსის მძღოლი კაცი უნდა იყოს, რომ ძალიან უკვირთ, როცა გამოძახებისას მე მივდივარ. ერთხელ ერთმა კლიენტმა ისიც კი მითხრა, გამოძახებისას სახელი „მერი“ რომ დაეწერა, ისიც კი ვიფიქრე,

თინა ბრაგვაძე, 67 წლის, გორი

ეტლის გზა ------------------------- „1994 წლამდე ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მეც იმ არეულობის მსხვერპლი გავხდი, რაც ჩვენს ქვეყანაში იმ წლებში ტრიალებდა. ახლობლის პანაშვიდზე ვიყავით სოფელ ქვეშში. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, გზაში შეიარაღებული დაჯგუფება დაგვხვდა. მანქანის წართმევის მიზნით, თავს დაგვესხნენ და ავტომატის ჯერი გადაატარეს მანქანას. მანქანაში მჯდომი ჩემი მეზობელი ქალი ადგილზე

სალომე ზანდუკელი, 22 წლის, თბილისი

რა მოხდა ქუჩაში „ზუსტად ორი წლის წინ, 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა ეს ამბავი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური, პარალელურად ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურსა და მათემატიკაში, ამიტომ საღამოობით გვიან ქავთარაძიდან სოლოლაკში მიწევდა ხოლმე წასვლა, ღამე კი, დაახლოებით 12 საათისთვის დიღმის მასივში, სახლში დაბრუნება. იმ დღესაც, დიდუბის მეტროდან სახლამდე

მარიეტა მაკარიძე, 41 წლის, თბილისი

„სამი შვილის დედა ვარ და კერძო სექტორში, სკოლაში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ჩემი დეკრეტული შვებულების გამოცდილება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქალს ყოველი ორსულობა უმწეო მდგომარეობაში აგდებს და მუდმივად აყენებს სამსახურის დაკარგვის საფრთხის პირისპირ მე ვასწავლიდი ადრე ერთ კერძო სკოლაში, სადაც ჩემი ორი ორსულობა გამოვიარე. სამწუხაროდ,

დეა გოშხეთელიანი, 22 წლის, ქუთაისი

„რატომ ითმენ ძალადობას?“ ------------------------------------------- "ყველაზე მთავარი, ალბათ, ის არის რომ მოძალადეები ურთიერთობის დასაწყისში არასოდეს ავლენენ ძალადობრივ ხასიათს. ერთ წელზე ცოტა მეტ ხანს ვიცნობდი ჩემს მომავალ ქმარს, ვიდრე ცოლად გავყვებოდი და არასოდეს გამოუვლენია ე.წ. „აზიატური“ ან ძალადობრივი დამოკიდებულებები. ცოლად რომ გავყვევი, რადიკალურად სხვა შეხედულებები და ხასიათი აღმოაჩნდა, რასაც

მირანდა ფაღავა, 23 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან ჩემს თავს გოგოდ აღვიქვამდი. ბიჭის სახელი მქონდა, თორემ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავდი სხვა გოგოებისგან. 11-12 წლიდან ასაკიდან დავიწყე იმაზე სერიოზულად ფიქრი, თუ ვინ ვიყავი. ჩემ გარშემო ისეთი ჰომოფობიური გარემო იყო, მძიმე დეპრესიაში ვიყავი, თავი ცუდი ადამიანი მეგონა, ძალიან ცუდი წარმოდგენები მქონდა საკუთარ თავზე. თუმცა,