თინეიჯერი გოგონები

მარიამ ქებაძე, 14 წლის, პანკისის ხეობა

"7 თვე იქნება, დაახლოებით, პანკისში რაც ვცხოვრობ. ორწლინხევრის ვიყავი დედა და მამა რომ დაცილდნენ ერთმანეთს და ვცხოვრობდი მამასთან ყვარელში. რამდენიმე წელი დედა არც კი მყავდა ნანახი, ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო მშობლებს შორის. ბევრი სასამართლო შედგა, რომ დედასთან ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. რთული იყო ეს

თამთა ბერიძე, 19 წლის, ბათუმი

„წელს ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე და თბილისში წამოვედი სასწავლებლად. ბოლო კლასებში ბათუმში სწავლისას, დავუკავშირდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიცაა ბათუმის ახალგაზრდული სახლი, ლიდერთა კლუბი, თავისუფლების ცენტრი და მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ჩემი პროტესტი ყოველთვის უკავშირდებოდა სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემის უუნარობას. სამწუხაროდ, სამოქალაქო განათლების საგანს არ შეუძლია ახალგაზრდებს ბევრი რამ ასწავლოს

ქეთი მოურავიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი

თითქმის ჩვიდმეტი წელია ქვემო ალვანში ვცხოვრობ, სოფელში, სადაც ქალს, ნამდვილად არ უწყობენ ხელს პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. ეს იგრძნობა ყველგან, ყველა სფეროში, ყველა საკითხში, ხალხის სტერეოტიპულ აზროვნებაში, დამოკიდებულებაში ქალის როლსა და შესაძლებლობებზე, კულტურაში, მუსიკაში

ნინო მარხვაიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი

“მათემატიკაა ჩემი საყვარელი საგანი, საკმაოდ ძლიერი ვარ ტექნიკურ საგნებში, მაგრამ, ალბათ თქვენც გაგეცინებათ, უცხო ენებზე ვაპირებ ჩაბარებას. თავდაპირველად ბიზნეს ადმინისტრირების განხრით მინდოდა წავსულიყავი, ეკონომიკა მაინტერესებს, მაგრამ სკოლაშიც მასწავლებლებმა და ოჯახის ახლობლებმაც დამაჯერეს, რომ რადგან გოგო ვარ, დიდი კონკურენციის პირობებში აღმოვჩნდები და ამ განხრით დასაქმება გამიჭირდება.

ანა მოზაიძე, 15 წლის, ნათია ნაკვეთაური, 17 წლის, ზემო ალვანი

ანა: „ პატარა ვიყავი მშობლებმა მუსიკალურში რომ შემიყვანეს. ეს მუსიკალური, ზუსტად სტადიონის წინ იყო და როცა გამოვდიოდი, საათობით ვიდექი და ვაკვირდებოდი, ბიჭები როგორ თამაშობნენ ფეხბურთს. მასწავლებელს შეუმჩნევია და დედაჩემისთვის უთქვამს, მგონი ფეხბურთი ძალიან აინტერესებსო. დედას არ უნდოდა ჩემი ფეხბურთზე შეყვანა. სანაცვლოდ, ჯერ ქართული ცეკვები შემომთავაზა,

თამუნა გვარიშვილი, 18 წლის, ბათუმი

„ვფიქრობ, ბიჭად რომ დავბადებულიყავი, ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა. რამოდენიმე წლის წინ დღიურებს ვწერდი, არდადეგებზე გაკეთებული ჩანაწერების კითხვისას აღმოვაჩინე, რომ ყველგან ერთსა და იმავეზე ვწუწუნებ - ჩემი უმცროსი ძმა მთელი დღე ზღვაზეა, კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, ტელევიზორს უყურებს ან მეგობრებთან ერთობა. მე საყვარელი საქმიანობისთვის ნაკლები

ანა კენჭაძე, 14 წლის, ქობულეთი

„ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარს. იმიტომ, რომ ზაფხულის სეზონის დაწყება მიხარია, როცა აქ ბევრი ხალხი ჩამოდის და ძველ მეგობრებს ვხვდები და ახალ ადამიანებს ვიცნობ. ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე ვიკრიბებით ხოლმე. ზაფხულში აქ ყველაფერი გაცოცხლებულია - კაფეები, ბარები, დისკოთეკები. სექტემბრიდან კი ყველა ბრუნდება ქალაქში და ცარიელდება ქობულეთი. მაშინ