ქეთუნა დანელია, 26 წლის, ატლანტა, ჯორჯიის შტატი
გზა ფიზიკის მეცნიერების სამყაროში „ფიზიკით რომ დავინტერესდი, შეიძლება ითქვას, შემთხვევითობა იყო. სამწუხაროდ, საშუალოზე ცუდ სკოლაში ვსწავლობდი. ცუდი იყო იმ გაგებით, რომ, ფაქტობრივად, არაფერი მისწავლია ბოლო წლებში. როგორც უმეტესი თინეიჯერი, კლასთან ერთად ვერთობოდი და ასე, ძალიან არხეინად გავატარე სკოლის წლები. ჩაბარების დრო რომ მოვიდა, გაურკვევლობის წინაშე აღმოვჩნდი.