ღ-ჰ

ხატია რაზმაძე, 30, ბოლნისი

„ნიკოლოზმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ოჯახის ცხოვრების რეჟიმი და მეც ახალი პროფესია მაპოვნინა. 4 თვის იყო, როცა თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ასაკითაც პატარა ვიყავი, გამოუცდელი და ვენდე საქართველოს ჯანდაცვას. 6 თვისას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ მეორეც მალევე გაუკეთდა და წელიწადნახევარი ვმკუნალობდით. 4 წლის ხდებოდა, როცა შევამჩნიე

ხათუნა ღურჭუმალიძე, 44 წლის, სოფელი ნასპერი, ცაგერის მუნიციპალიტეტი

დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. სოფელში 23 წლის წინ დავბრუნდი, მაშინ, როდესაც საქართველოში არეული დრო იყო. ოჯახში მეოთხე გოგო ვიყავი, ყველა ბიჭს ელოდებოდა. მახარობელს ბაბუაჩემისთვის უთქვამს, ვერა ვარ კაი მახარობელი, გოგო შეგვეძინაო. ბაბუმაჩემმა არ იჯავრო, გოგოც ივარგებსო. როდესაც სახლში მომიყვანეს, ბაბუამ ხელში ამიყვანა, გამცინებია და უკითხავს, ამ

ხათუნა ცხადაძე, 44 წლის, თბილისი

"წერა სკოლიდანვე მიყვარდა და მეხერხებოდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკუთარი არასოდეს არაფერი დამიწერია. ძალიან გამიმართლა და კარგი ქართულის მასწავლებელი შემხვდა “აბიტურიენტობის“ დროს. იმ ადამიანმა მასწავლა წერა. უფრო სწორად, მასწავლა, „როგორ არ შეიძლება წერა“. საერთოდ, რაღაცის კარგად გასაკეთებლად ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, ცუდი რა არის. ეს დღესაც

ხათუნა მაკალათია, 37 წლის, თბილისი

სცენაზე ------------------------------- „2002 წელი იყო. ჩემმა მეგობარმა ნიაზ დიასამიძეს რომ დაურეკა, მეგობარი მყავს, კარგ მუსიკას აკეთებს და იქნებ მოუსმინოთო. მეორე დღეს 33ა-ს სტუდიაში ფაქტის წინაშე დამდგარმა, ჩემი ძველი ლენინგრადის გიტარა ავიღე ხელში და დავუკარი. არც ვიცი, როგორ გავბედე. ძალიან ვღელავდი. მეორე დღესვე დამიბარეს ჩაწერაზე. იმ დღეს ნიაზმა

ხათუნა ინასარიძე, 46 წლის, სოფელი ტიმოთესუბანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„სულ თავიდან ბოსტნეული მომყავდა. ყველაფერი ასე დაიწყო, ჩვეულებრივ. საკუთარი მოხმარებისთვისაც ვშრომობ და ზაფხულში, როცა ბევრი დამსვენებელია, სავაჭროდაც. ძალიან კარგადაც ვყიდი. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მომყავს, არანაირ ქიმიურ წამლებს არ ვხმარობ. სალათები, კიტრი, არაჩვეულებრივი მწვანილი. ჩვენ მცირემიწიან ადგილას ვცხოვრობთ და მოსავალიც ცოტა მოდის, ამიტომ მირჩევნია ნაკელით გავანოყიერო.

ხათუნა სამნიძე, 38 წლის, ბათუმი/თბილისი

„ეს ის შემთხვევაა, როცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას კი არ იღებ, არამედ ისეთი ვითარებაა, რომ ხვდები, რასაც აკეთებ, გინდა მომავალშიც აკეთო, პოლიტიკა ქვია. ვსწავლობდი გერმანიაში, უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, როცა ბავშვიც თან წავიყვანე (2 წლამდე ბებიასთან იზრდებოდა ბათუმში), სამსახურიც ნაპოვნი მქონდა. და ამ დროს, საქართველოში მოხდა ე.წ.

ცაბუნია ვართაგავა, 26 წლის, სოფელი ხეთა, ხობის მუნიციპალიტეტი

„სახელი -------- უფროს თაობაში „მიხოს გოგო ვარ“. ჩემს თაობაში „ცოტნეს და“. სახელი მამამ დამარქვა, კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობის „ცაბუნია“-ს გამო. მეორე მსოფლიო ომის დროს ცაბუნია აბულაძე ეძებს დაჭრილ მამას. ის ყოველდღე სამტრედიის სადგურზე დადის, რომ ომიდან ჩამოყვანილ დაჭრილებს გამოჰკითხოს მამის ამბავი. ასეთი სიუჟეტი აქვს მოთხრობას და მას ჩემი

სესილი ღვინჯილია, 21 წლის, თბილისი

„განსხვავებული ვარ თუ არა? ვერ მივხვდი ამ შეკითხვას. არ ვიცი, რას ნიშნავს იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა. სიამოვნებისგან ვტირი, როცა მოცარტს ვუსმენ - ბედნიერ დროს მაგონებს, რომელიც ბათუმში გასტროლებზე გამიტარებია და მომავალსაც, სადაც კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები. „ჩემი პირადი ცხოვრება“ - ასე დავარქვი დღიურს,

შუშანიკ ჩუბინიძე 22 წლის, საზანო (თერჯოლის რაიონი)

"ორი წლის წინ, მეორე კურსზე გადავწყვიტე, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მემუშავა. მოკლედ, გასაუბრება გავიარე SPAR Georgia-ში. სამუშაოს აღწერილობის მიხედვით, რამდენიმე დღიანი ტრეინინგიც უნდა გამევლო მუშაობის დაწყებამდე. მაგრამ, პირდაპირ ერთკვირიანი სტაჟირება და მუშაობა დავიწყე იმ საქმეზე, რომელიც მანამდე არასოდეს მიკეთებია. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ცვლებში უნდა მემუშავა -