ნინო ბაიდაური – პროექტის ფოტოგრაფი.
ნინო პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია და ადამიანის უფლებების სფერო მისი ინტერესების მთავარი საგანია. ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ექსპერტი, აქტივისტი და შშმ ქალთა დამოუკიდებელი მოძრაობის ინიციატორი. როგორც ფრილანსერ მთარგმნელს, უმუშავია არაერთ მხატვრულ ტექსტსა და სახელმძღვანელოზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში.
2008 წლიდან, როგორც ფოტოგრაფი, რამდენიმე ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. მისი ნამუშევრები მოიცავს როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფოტოგრაფიის ჟანრებს და ნაწილი გამოქვეყნებულა სხვადასხვა გამოცემებსა და ალბომებში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ამჟამად, ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან/ორგანიზაციებთან ერთად და დამოუკიდებლად საკუთარი პროექტების ფარგლებში, მუშაობს სხვადასხვა სოციალურ თემებზე, რაც დაკავშირებულია ქალების, შშმ ადამიანების, რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ყოფასთან და ისტორიებთან.