ე-ი

ირინა წერეთელი, 40 წლის, თბილისი

19 წლისა, როდესაც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ზაფხულის პერიოდში კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა და ცოტა ხნით ძეგვის მონასტერში არსებულ ბავშვთა სახლში წავედი. მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და უბრალოდ დავინტერესდი, რა ხდებოდა იქ. მაგრამ ეს ცოტა ხანი გამიგრძელდა და ორწელიწადნახევარი ვიცხოვრე იქ, ვიყავი  მასწავლებელი და თან...

0

თამარ ბერიანიძე, 26 წლის, ახალგორი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. კერამიკოსი ერთია როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და შენი ნებით ტოვებ შენ სახლს და არის მეორე მომენტი, ჩვენი მომენტი...

0

ვერა ლამბრიანოვა, 96 წლის, თბილისი

„როცა მეკითხებიან, ვინ ვარ მე, ვპასუხობ - მე ვარ მფრინავი. პატარა რომ ვიყავი, გორში ვცხოვრობდით. მახსოვს, როცა გუგუნს გავიგებდი, გავვარდებოდი გარეთ და ცაში ვეძებდი თვითმფრინავს. უნდა გენახათ, რას ვგრძნობდი, როცა დავინახავდი. სულ ვფიქრობდი, ნეტა მეც თუ შევძლებდი ფრენას? საქვეყნოდ ვერავის ვეუბნებოდი, მრცხვენოდა, ვაითუ ვერ შემესრულებინა ეს...

0

თინა ჩერტოვა, 33 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან ვხატავ. სარეკლამო დიზაინის სფეროში ვმუშაობ და ასევე, სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ვაკეთებ. რადგან ცხოელები ძალიან მიყვარს, თავშესაფარს ვეხმარები, როგორც მხატვარი და როგორც მოხალისე. ვმონაწილეობ აუქციონებში, ვყიდი თოჯინებს და ნახატებს და შემდეგ ამ თანხას ცხოველების თავშესაფარს ან სხვა სოციალურ საჭიროებებს, ბავშვებს ან გაჭირვებულებს ვახმარ. ასევე, ვაკეთებ...

0

ეთერი კოზინა, 40 წლის, თბილისი/გორი

მამა და თავისუფლება „არასდროს მომწონდა გოგოების სათამაშოები. ჩემი პირველი საჩუქარი სათამაშო მანქანა და თოფი იყო. ძირითადად მამაჩემს მოჰქონდა. მამას ჩემი ბიჭური ხასიათი და თვისებები მოსწონდა და ამით აღფრთოვანებულიც კი იყო. მე ფეხბურთიც მიტაცებდა და ჩემს უფროს ძმაზე უკეთესად ვთამაშობდი კიდეც. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემი მზრდიდა...

0

თინა სეფერთელაძე – ჩიგოგიძე, 90 წლის, გურიის სოფ. ინტაბუეთი

მამა, დედა და ორი და ------------------------------ „მე ბათუმში დევიბადე. მამა მუშაობდა და ჩვენც იქინე ვცხოვრობდით. ოცდაჩვიდმეტ წელში მამაჩემი დეიჭირეს და გადაასახლეს. მე ხუთი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს როგორ წეიყვანეს. ჩემი მამა მონადირე კაცი იყო და ორპირი თოფი ქონდა შემოდობილი ლეიბს ქვეშ. სტაცეს ხელი, იი თოფიც წეიღეს...

0

თეონა ფანქველაშვილი, 34 წლის, გორი

"მე იცით როგორ ოჯახში გავიზარდე? 5 წლისას მითხრეს, რომ ბაღში რასაც მასწავლიდნენ ლენინის და სტალინის შესახებ, ტყუილია და მათზე ამ ოჯახში არ საუბრობენ, რადგან ამ ადამიანებს საქართველოსთვის კარგი არასოდეს გაუკეთებიათ. მასწავლეს, რომ ჩვენ ბევრად უკეთესი ისტორიული მოღვაწეები გვყავს და შემეძლო მათით მეამაყა. პაპაჩემი კი, რომელიც...

0

თინა ბრაგვაძე, 67 წლის, გორი

ეტლის გზა ------------------------- „1994 წლამდე ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მეც იმ არეულობის მსხვერპლი გავხდი, რაც ჩვენს ქვეყანაში იმ წლებში ტრიალებდა. ახლობლის პანაშვიდზე ვიყავით სოფელ ქვეშში. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, გზაში შეიარაღებული დაჯგუფება დაგვხვდა. მანქანის წართმევის მიზნით, თავს დაგვესხნენ და ავტომატის ჯერი გადაატარეს მანქანას. მანქანაში მჯდომი ჩემი მეზობელი ქალი ადგილზე...

0

თაკო სალდაძე, 25 წლის, ქუთაისი/მინსკი

„ბელორუსიაში სწავლისას, ჩემი ხელმძღვანელი შემპირდა, რომ ერთ-ერთ დიდ ოპერაციაზე მეორე თანაშემწედ წამიყვანდა. როდესაც საოპერაციოში შევედით, სრულიად მომზადებული, ოპერატორმა შემომხედა და თქვა, რომ ქალს ვერ დაასწრებდა ოპერაციაზე, რადგან ოპერაციის სირთულიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. ოპერაციის დაწყების წინ, მომხსნეს და ჩემი კანდიდატურა იმავე რანგის...

0