ე-ი

თინა ბრაგვაძე, 67 წლის, გორი

ეტლის გზა ------------------------- „1994 წლამდე ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მეც იმ არეულობის მსხვერპლი გავხდი, რაც ჩვენს ქვეყანაში იმ წლებში ტრიალებდა. ახლობლის პანაშვიდზე ვიყავით სოფელ ქვეშში. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, გზაში შეიარაღებული დაჯგუფება დაგვხვდა. მანქანის წართმევის მიზნით, თავს დაგვესხნენ და ავტომატის ჯერი გადაატარეს მანქანას. მანქანაში მჯდომი ჩემი მეზობელი ქალი ადგილზე...

0

თაკო სალდაძე, 25 წლის, ქუთაისი/მინსკი

„ბელორუსიაში სწავლისას, ჩემი ხელმძღვანელი შემპირდა, რომ ერთ-ერთ დიდ ოპერაციაზე მეორე თანაშემწედ წამიყვანდა. როდესაც საოპერაციოში შევედით, სრულიად მომზადებული, ოპერატორმა შემომხედა და თქვა, რომ ქალს ვერ დაასწრებდა ოპერაციაზე, რადგან ოპერაციის სირთულიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. ოპერაციის დაწყების წინ, მომხსნეს და ჩემი კანდიდატურა იმავე რანგის...

0

თამთა მელაშვილი, 38 წლის

კითხვის და წერის შესახებ -------------------------------------------- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა და ისე მოხდა, რომ თავიდან, ჯერ გაუცნობიერებლად, სულ ქალი ავტორებისკენ მიმიწევდა გული. ცოტანი იყვნენ და მეც მუდმივი შიმშილი მქონდა. კი, ვკითხულობდი ჰემინგუეის, ტოლსტოის და ჯავახიშვილს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ არ მაღელვებენ, სულ მქონდა დანაკლისის განცდა. კაცების დაწერილ წიგნებში ეს...

0

ირინა ხელისუფალი, 47 წლის, წაღვერი

“წაღვერის სკოლის დირექტორი 3 წელია გავხდი, მანამდე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მაქვს ლიდერობის უნარი და გადავწყვიტე ჩემი თავი ამ სფეროში მომესინჯა, დავიწყე მეცადინეობა, ჯერ სასერთიფიკაციო მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე, გავხდი უფროსი მასწავლებელი. მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო, რომ...

0

TAm Oonz (თამუნა წახნაკია), 30 წლის, თბილისი

„პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი ვარ. ჩემი პროფესიით ერთი წელი ვიმუშვე და მივხვდი, რომ ეს სფერო ნაკლებად მაინტერესებს, სხვა მიმდინარეობები მიზიდავდა ყოველთვის, ის რაც ხელოვნებასთან უფრო ახლოს არის - ანიმაცია, ილუსტრაცია, გრაფიკა, კომიქსების ხატვა და ა.შ. სივრცე მიყვარს ბავშვობიდან. დიდ სივრცეში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, თავისუფლებასთან ასოცირდება ჩემთვის ,...

0

ირინა მიქაძე, 43 წლის, გურჯაანი

(ირინა და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში) "წარმოშობით სენაკელი ვარ, იქ დავიბადე. 13-14 წლის ვიყავი დედ-მამა რომ მომიკვდა და ნათესავის სახლში წავედი, მაგრამ მათ არ ვუნდოდი და ქუჩაში დამტოვეს. იქ პატრულმა მიპოვნა, ქუჩაში ფულს რომ ვთხოულობდ და თბილისში ბავშვთა სახლში წამიყვანეს....

0

ირმა მაღრაძე, 48 წლის, სოფელი დაბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„მთელმა საქართველომ იცის, რომ 2008 წელს ტყე გადაწვეს ჩვენთან. ჩვენს სოფელში ტურიზმი იყო განვითარებული. დამტვერვის დროს დამსვენებლები ჩამოდიოდნენ. ტყის დაწვის გამო ჩვენი სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, სამუშაოც შეგვიმცირდა და შემოსავალიც. წლების განმავლობაში თვითონ ვცდილობდით საარსებო წყარო გვეპოვა. ჩვენი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში იყო. 2012 წელს კი...

0

თამთა აბუსელიძე, 27 წლის, ბათუმი/თბილისი

„„ქალის მოტაცება“ - ასე ვიცოდი 9 წლის წინ. მერე ჩავანაცვლე სიტყვებით „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა“ ჯერ საკუთარ მაგალითზე, მერე უკვე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. იქამდე არ მისწავლია, სოფელში სანამ ვცხოვრობდი მოტაცების ამბები უამრავჯერ მსმენია, ცხადია არასოდეს ჩამითვლია, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ კანონდარღვევა და...

0

თამარ წიქარიშვილი, 39 წლის, სოფელი კლდე, ახალციხის მუნიციპალიტეტი

„ფიზიკური მუშაობა არასოდეს ყოფილა ჩემთვის უცხო. დღესაც ვმუშაობ და არ ვჩერდები. ახლა თან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიცერი ვარ. ყველაფერი სოფლის მეურნეობით დავიწყე. მყავდა ცხვარი. რომ გავპარსეთ ეს ცხვარი, მატყლისთვის რამე ხომ უნდა გვექნა. ამიტომ ვიფიქრე, მოდი გავრეცხავ ამ მატყლს და რამეს შევკერავთქო....

0