ე-ი

თამუნა გახოკიძე, თბილისი, 37 წლის

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე. 2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე

ელენე ჯაფარიძე, 35 წლის, ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი

ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორი იყო ჩემი ცხოვრება ამ ამბებამდე. ვიღაცები ამბობენ, რომ დაისვენეს, რაღაც ახალი აღმოაჩინეს, ვიღაცისთვის რუტინა საერთოდ არ შეცვლილა და განსაკუთრებით ამ ხალხის მშურს, რადგან ჩემი ცხოვრება ამ პანდემიასთან ერთად, ფაქტობრივად, 180 გრადუსით ამოტრიალდა. მყავს სამი შვილი და პირველად დავაფასე სკოლისა და

თამუნა ტაბატაძე | Ta moon | 29 წლის, თბილისი

„ერთ-ერთი მგზავრობისას გავიაზრე რომ ბავშვობაში ოცნებები არ მქონია. იყო პატარ-პატარა სურვილები, რომლებიც ძალისხმევისა და მუდარის გარეშე სრულდებოდნენ. აი არასდროს დამავიწყდება ველოსიპედი, როგორც ბავშვობის ერთადერთი ოცნება, რომელიც 15 წლის  მერე შევძელი ამეხდინა. ისე მახსოვს ის დღე, ხელფასიდან შეგროვებული თანხით რომ გამოვიწერე და სახლის მაგივრად ჯერ სამსახურში

იმედა ლომაია, 44 წლის, გალის რაიონი, სოფელი განახლება

„როცა აფხაზეთი დავკარგეთ და გამარჯვებული აფხაზები საზღვართან მოვიდნენ,  დევნილებად ნათესავის ოჯახში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში აღმოვჩნდით. ჩვენი უბედურებაც აქედან დაიწყო.  გალის რაიონში ამ ადგილს „დაბალ ზონას“ ეძახდნენ, თითქოს სამშვიდობო ტერიტორია იყო, ხალხი გადადიოდა, ახალგაზრდები - არა, ძირითადად, ასაკოვანი ხალხი შედიოდა თავის სახლ-კარში და თუ რამე საჭმელი

ირინა წერეთელი, 40 წლის, თბილისი

19 წლისა, როდესაც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ზაფხულის პერიოდში კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა და ცოტა ხნით ძეგვის მონასტერში არსებულ ბავშვთა სახლში წავედი. მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და უბრალოდ დავინტერესდი, რა ხდებოდა იქ. მაგრამ ეს ცოტა ხანი გამიგრძელდა და ორწელიწადნახევარი ვიცხოვრე იქ, ვიყავი  მასწავლებელი და თან

თამარ ბერიანიძე, 26 წლის, ახალგორი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. კერამიკოსი ერთია როდესაც იღებ გადაწყვეტილებას და შენი ნებით ტოვებ შენ სახლს და არის მეორე მომენტი, ჩვენი მომენტი

ვერა ლამბრიანოვა, 96 წლის, თბილისი

„როცა მეკითხებიან, ვინ ვარ მე, ვპასუხობ - მე ვარ მფრინავი. პატარა რომ ვიყავი, გორში ვცხოვრობდით. მახსოვს, როცა გუგუნს გავიგებდი, გავვარდებოდი გარეთ და ცაში ვეძებდი თვითმფრინავს. უნდა გენახათ, რას ვგრძნობდი, როცა დავინახავდი. სულ ვფიქრობდი, ნეტა მეც თუ შევძლებდი ფრენას? საქვეყნოდ ვერავის ვეუბნებოდი, მრცხვენოდა, ვაითუ ვერ შემესრულებინა ეს

თინა ჩერტოვა, 33 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან ვხატავ. სარეკლამო დიზაინის სფეროში ვმუშაობ და ასევე, სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ვაკეთებ. რადგან ცხოელები ძალიან მიყვარს, თავშესაფარს ვეხმარები, როგორც მხატვარი და როგორც მოხალისე. ვმონაწილეობ აუქციონებში, ვყიდი თოჯინებს და ნახატებს და შემდეგ ამ თანხას ცხოველების თავშესაფარს ან სხვა სოციალურ საჭიროებებს, ბავშვებს ან გაჭირვებულებს ვახმარ. ასევე, ვაკეთებ

ეთერი კოზინა, 40 წლის, თბილისი/გორი

მამა და თავისუფლება „არასდროს მომწონდა გოგოების სათამაშოები. ჩემი პირველი საჩუქარი სათამაშო მანქანა და თოფი იყო. ძირითადად მამაჩემს მოჰქონდა. მამას ჩემი ბიჭური ხასიათი და თვისებები მოსწონდა და ამით აღფრთოვანებულიც კი იყო. მე ფეხბურთიც მიტაცებდა და ჩემს უფროს ძმაზე უკეთესად ვთამაშობდი კიდეც. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემი მზრდიდა