ე-ი

თინა სეფერთელაძე – ჩიგოგიძე, 90 წლის, გურიის სოფ. ინტაბუეთი

მამა, დედა და ორი და ------------------------------ „მე ბათუმში დევიბადე. მამა მუშაობდა და ჩვენც იქინე ვცხოვრობდით. ოცდაჩვიდმეტ წელში მამაჩემი დეიჭირეს და გადაასახლეს. მე ხუთი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს როგორ წეიყვანეს. ჩემი მამა მონადირე კაცი იყო და ორპირი თოფი ქონდა შემოდობილი ლეიბს ქვეშ. სტაცეს ხელი, იი თოფიც წეიღეს

თეონა ფანქველაშვილი, 34 წლის, გორი

"მე იცით როგორ ოჯახში გავიზარდე? 5 წლისას მითხრეს, რომ ბაღში რასაც მასწავლიდნენ ლენინის და სტალინის შესახებ, ტყუილია და მათზე ამ ოჯახში არ საუბრობენ, რადგან ამ ადამიანებს საქართველოსთვის კარგი არასოდეს გაუკეთებიათ. მასწავლეს, რომ ჩვენ ბევრად უკეთესი ისტორიული მოღვაწეები გვყავს და შემეძლო მათით მეამაყა. პაპაჩემი კი, რომელიც

თინა ბრაგვაძე, 67 წლის, გორი

ეტლის გზა ------------------------- „1994 წლამდე ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მეც იმ არეულობის მსხვერპლი გავხდი, რაც ჩვენს ქვეყანაში იმ წლებში ტრიალებდა. ახლობლის პანაშვიდზე ვიყავით სოფელ ქვეშში. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, გზაში შეიარაღებული დაჯგუფება დაგვხვდა. მანქანის წართმევის მიზნით, თავს დაგვესხნენ და ავტომატის ჯერი გადაატარეს მანქანას. მანქანაში მჯდომი ჩემი მეზობელი ქალი ადგილზე

თაკო სალდაძე, 25 წლის, ქუთაისი/მინსკი

„ბელორუსიაში სწავლისას, ჩემი ხელმძღვანელი შემპირდა, რომ ერთ-ერთ დიდ ოპერაციაზე მეორე თანაშემწედ წამიყვანდა. როდესაც საოპერაციოში შევედით, სრულიად მომზადებული, ოპერატორმა შემომხედა და თქვა, რომ ქალს ვერ დაასწრებდა ოპერაციაზე, რადგან ოპერაციის სირთულიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. ოპერაციის დაწყების წინ, მომხსნეს და ჩემი კანდიდატურა იმავე რანგის

თამთა მელაშვილი, 38 წლის

კითხვის და წერის შესახებ -------------------------------------------- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა და ისე მოხდა, რომ თავიდან, ჯერ გაუცნობიერებლად, სულ ქალი ავტორებისკენ მიმიწევდა გული. ცოტანი იყვნენ და მეც მუდმივი შიმშილი მქონდა. კი, ვკითხულობდი ჰემინგუეის, ტოლსტოის და ჯავახიშვილს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ არ მაღელვებენ, სულ მქონდა დანაკლისის განცდა. კაცების დაწერილ წიგნებში ეს

ირინა ხელისუფალი, 47 წლის, წაღვერი

“წაღვერის სკოლის დირექტორი 3 წელია გავხდი, მანამდე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მაქვს ლიდერობის უნარი და გადავწყვიტე ჩემი თავი ამ სფეროში მომესინჯა, დავიწყე მეცადინეობა, ჯერ სასერთიფიკაციო მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე, გავხდი უფროსი მასწავლებელი. მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო, რომ

TAm Oonz (თამუნა წახნაკია), 30 წლის, თბილისი

„პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი ვარ. ჩემი პროფესიით ერთი წელი ვიმუშვე და მივხვდი, რომ ეს სფერო ნაკლებად მაინტერესებს, სხვა მიმდინარეობები მიზიდავდა ყოველთვის, ის რაც ხელოვნებასთან უფრო ახლოს არის - ანიმაცია, ილუსტრაცია, გრაფიკა, კომიქსების ხატვა და ა.შ. სივრცე მიყვარს ბავშვობიდან. დიდ სივრცეში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, თავისუფლებასთან ასოცირდება ჩემთვის ,

ირინა მიქაძე, 43 წლის, გურჯაანი

(ირინა და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში) "წარმოშობით სენაკელი ვარ, იქ დავიბადე. 13-14 წლის ვიყავი დედ-მამა რომ მომიკვდა და ნათესავის სახლში წავედი, მაგრამ მათ არ ვუნდოდი და ქუჩაში დამტოვეს. იქ პატრულმა მიპოვნა, ქუჩაში ფულს რომ ვთხოულობდ და თბილისში ბავშვთა სახლში წამიყვანეს.

ირმა მაღრაძე, 48 წლის, სოფელი დაბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„მთელმა საქართველომ იცის, რომ 2008 წელს ტყე გადაწვეს ჩვენთან. ჩვენს სოფელში ტურიზმი იყო განვითარებული. დამტვერვის დროს დამსვენებლები ჩამოდიოდნენ. ტყის დაწვის გამო ჩვენი სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, სამუშაოც შეგვიმცირდა და შემოსავალიც. წლების განმავლობაში თვითონ ვცდილობდით საარსებო წყარო გვეპოვა. ჩვენი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში იყო. 2012 წელს კი