ელენე რატიანი, 48 წლის, ხაშური
„ბავშვობა ხაშურში გავატარე. დედა ქორეოგრაფი იყო და ანსამბლი ჰყავდა, მერე ბავშვთა ანსამბლიც ჩამოაყალიბა და მეც იქ ვცეკვავდი, მთელი რაიონი ხელისგულზე გვატარებდა, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანა მოვიარე. 1989 წლის იანვარში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონკურსი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით, 90-მდე კოლექტივი იღებდა მონაწილეობას. ჩვენც ჩავედით ამ