განსხვავებული პროფესიები

აიდა შიოლაშვილი, 85 წლის, თბილისი

"62 წელი ვმუშაობდი თბილისის სიმფონიურ ორკესტრში და 80 წლის წამოვედი იქიდან. მე ჩემმა ხასიათმა მიშველა ცხოვრებაში, რადგან ვცდილობ, ყველა დაბრკოლება გადავლახო. ისე არ წავედი ორკესტრიდან, რომ ეთქვათ აღარ შეეძლოო. სულ ვმეცადინეობდი, მერე რა რომ 80 წლის ვიყავი?! ჩემი თანამშრომლები მეუბნებოდნენ - შენ რა ეშმაკი ხარ,...

0

ირინა წერეთელი, 40 წლის, თბილისი

19 წლისა, როდესაც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ზაფხულის პერიოდში კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა და ცოტა ხნით ძეგვის მონასტერში არსებულ ბავშვთა სახლში წავედი. მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და უბრალოდ დავინტერესდი, რა ხდებოდა იქ. მაგრამ ეს ცოტა ხანი გამიგრძელდა და ორწელიწადნახევარი ვიცხოვრე იქ, ვიყავი  მასწავლებელი და თან...

0

ნანა მამუკაშვილი, 47 წლის, თბილისი

„კათოლიკების ოჯახში გავიზარდე. აბასთუმანში ვცხოვრობდი.  3 ძმა და 2 და ვართ ოჯახში. ბებია სულ გვასწავლიდა, რომ ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ყველა ადამიანი უნდა იყოს თავის თავის პატრონი. მორწმუნე იყო, ჩვენც რწმენით გვზრდიდა, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ ძალებში უნდა გვერწმუნა. ბავშობიდან ვიცოდი,...

0

ნუცა ცქიმანაური, 33 წლის, თბილისი

"2012 წლიდან გიდი ვარ. პრონციპში, შემთხვევით დავიწყე ეს ამბავი და საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ჩემი პირვანდელი პროფესია - დრამის მსახიობობა - გავცვალე დიდ ტურიზმზე და ახლა ერთი მსახიობის თეატრი ავტობუსში მაქვს. ჯავახეთში მოვხვდი სრულიად შემთხვევით ექსპედიციაში, სადაც ორი კვირის ნაცვლად, თითქმის, ერთი თვე დავრჩი. მერე გაზაფხულზე...

0

ვერა ლამბრიანოვა, 96 წლის, თბილისი

„როცა მეკითხებიან, ვინ ვარ მე, ვპასუხობ - მე ვარ მფრინავი. პატარა რომ ვიყავი, გორში ვცხოვრობდით. მახსოვს, როცა გუგუნს გავიგებდი, გავვარდებოდი გარეთ და ცაში ვეძებდი თვითმფრინავს. უნდა გენახათ, რას ვგრძნობდი, როცა დავინახავდი. სულ ვფიქრობდი, ნეტა მეც თუ შევძლებდი ფრენას? საქვეყნოდ ვერავის ვეუბნებოდი, მრცხვენოდა, ვაითუ ვერ შემესრულებინა ეს...

0

თინა ჩერტოვა, 33 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან ვხატავ. სარეკლამო დიზაინის სფეროში ვმუშაობ და ასევე, სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ვაკეთებ. რადგან ცხოელები ძალიან მიყვარს, თავშესაფარს ვეხმარები, როგორც მხატვარი და როგორც მოხალისე. ვმონაწილეობ აუქციონებში, ვყიდი თოჯინებს და ნახატებს და შემდეგ ამ თანხას ცხოველების თავშესაფარს ან სხვა სოციალურ საჭიროებებს, ბავშვებს ან გაჭირვებულებს ვახმარ. ასევე, ვაკეთებ...

0

ლამარა ბერიანიძე, 62 წლის, ტყიბული

„სპეციალობით მარკშეიდერი, სამთო ინჟინერი ვარ. რაც პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, მას შემდეგ ტყიბულში ვარ. აქ მოვხვდი გადანაწილებით. 1981 წელს, როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდი, კანონის მიხედვით, მინიმუმ 3 წელი გადანაწილების ადგილას უნდა გემუშავა, დიპლომი რომ აგეღო. მაშინ ტყიბულში, ორჯონიკიძის სახელობის შახტა მუშაობდა, რომელიც ახლა ლიკვიდირებულია. სწორედ მანდ, სამარქშეიდერო განყოფილებაში...

0

ნატალია ბერიძე, 39 წლის, თბილისი

მუსიკის გზაზე „პროფესიით მუსიკოსი ვარ, თუმცა მუსიკალური განათლება არასდროს მიმიღია. მახსენდება სულ რაღაც 2-3 წელი, როცა მუსიკალურ ათწლედში დავდიოდი და ძალიან ვწვალობდი. სამაგისტრო განათლება ჟურნალისტიკასა და საჯარო ადმინისტრირებაში მაქვს მიღებული, თუმცა ამ კუთხით არასდროს მიმუშავია. მუსიკასთან მთელი ცხოვრება მაქვს შეხება, უბრალოდ არაფორმალურად. ყველა მელომანი იყო ოჯახში. მამა,...

0

ანა ქარსელაძე, 31 წლის, რუსთავი

„მე ვარ ანა ქარსელაძე, ვმუშაობ რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, სულ მინდოდა ცხოვრებაში, რაღაც ისეთი მეკეთებინა, რაც ჩემი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის იქნებოდა სარგებლის მომტანი. ბავშვობიდან პატრიოტული სულისკვეთება მქონდა ამიტომ, ან ჯარში მინდოდა მემსახურა და ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვყოფილიყავი...

0