სოფლად მცხოვრები ქალები – ფერმერი ქალები და ქალები ბიზნესში

ნათია ფურცელაძე, 30 წლის, ბაღდათი

ოცნება მასწავლებლობაზე ------------------------------------------------- "იმერეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი. ჩემი მეგობრებისა და ჩემს იმდროინდელ აზროვნებას როცა ვიხსენებ, მიკვირს, როგორ ვაზროვნებდით ისე პროგრესულად მაშინ. ბუნებრივია, ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს სასკოლო გარემოს. მეგობრებსაც გვისაუბრია ამ თემებზე და ასე დავასკვენით, რომ ჩვენ ბევრს ვკითხულობდით, მათ შორის -...

0

მაია ბიძინაშვილი, 54 წლის, ნუკრიანი

"უცხო“ ---------------------- "მე სხვა სოფლიდან მოვედი ნუკრიანში, როგორც რძალი და არსებულ ურთიერთობებში დიდი კულტურული განსხვავება იყო ჩემთვის. ვხედავდი, რომ უბანი ჩაკეტილი იყო და ერთმანეთთან არ მიდი-მოდიოდნენ ისე, როგორც ჩემს სოფელში. თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი, რადგან, თან მაშინ აღმოჩნდა, რომ ე.წ. „ახალი თაობის რძლებიდან“ უბანში პირველი ვიყავი. ამიტომ,...

0

ხათუნა ინასარიძე, 46 წლის, სოფელი ტიმოთესუბანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„სულ თავიდან ბოსტნეული მომყავდა. ყველაფერი ასე დაიწყო, ჩვეულებრივ. საკუთარი მოხმარებისთვისაც ვშრომობ და ზაფხულში, როცა ბევრი დამსვენებელია, სავაჭროდაც. ძალიან კარგადაც ვყიდი. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მომყავს, არანაირ ქიმიურ წამლებს არ ვხმარობ. სალათები, კიტრი, არაჩვეულებრივი მწვანილი. ჩვენ მცირემიწიან ადგილას ვცხოვრობთ და მოსავალიც ცოტა მოდის, ამიტომ მირჩევნია ნაკელით გავანოყიერო....

0

ლილი მურთაზაშვილი, 76 წლის, სოფელი ქვემო ალვანი

„ჩვენაცამ ნუ გვისწავლავავ ეს საქმეივ“ --------------------------------------------------- „ჴეტოლას“ეძახდნენ იმ ქალს თუშეთში, ვისაც ხელსაქმე არ ეხერხებოდა. ასეთი ქალი ვერც გათხოვდებოდა იმ დროს. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე, ძირითადად, ქალის ხელით კეთდებოდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ ცხენის აღკაზმულობა. წარმოება ჯერ ისე არ იყო განვითარებული, რომ ყველაფრის ყიდვა შესძლებოდათ და თან...

0

როზა ჩაჩანიძე, 33 წლის, კურორტი ცემი

„დედაჩემი ყოველთვის იმაზე მეტს მავალებდა, ვიდრე შეიძლებოდა ბავშვს გაეკეთებინა. ჩვენთან შრომა იყო პრიორიტეტი. დედაჩემს ყანაშიც ვეხმარებოდი ხოლმე და ძროხების მოვლაშიც. ახლაც არ მაქვს პრობლემა, ახლაც შემიძლია ამ საქმის კეთება. ჩემთვის არავითარი საქმე არ არის სათაკილო. ნომრებსაც ვალაგებ, თუ დამჭირდება, ეზოსაც დავგვი და ქუჩასაც. არასოდეს არ...

0

ირინა მიქაძე, 43 წლის, გურჯაანი

(ირინა და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში) "წარმოშობით სენაკელი ვარ, იქ დავიბადე. 13-14 წლის ვიყავი დედ-მამა რომ მომიკვდა და ნათესავის სახლში წავედი, მაგრამ მათ არ ვუნდოდი და ქუჩაში დამტოვეს. იქ პატრულმა მიპოვნა, ქუჩაში ფულს რომ ვთხოულობდ და თბილისში ბავშვთა სახლში წამიყვანეს....

0

ირმა მაღრაძე, 48 წლის, სოფელი დაბა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„მთელმა საქართველომ იცის, რომ 2008 წელს ტყე გადაწვეს ჩვენთან. ჩვენს სოფელში ტურიზმი იყო განვითარებული. დამტვერვის დროს დამსვენებლები ჩამოდიოდნენ. ტყის დაწვის გამო ჩვენი სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად დაეცა. შესაბამისად, სამუშაოც შეგვიმცირდა და შემოსავალიც. წლების განმავლობაში თვითონ ვცდილობდით საარსებო წყარო გვეპოვა. ჩვენი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში იყო. 2012 წელს კი...

0

თამარ წიქარიშვილი, 39 წლის, სოფელი კლდე, ახალციხის მუნიციპალიტეტი

„ფიზიკური მუშაობა არასოდეს ყოფილა ჩემთვის უცხო. დღესაც ვმუშაობ და არ ვჩერდები. ახლა თან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიცერი ვარ. ყველაფერი სოფლის მეურნეობით დავიწყე. მყავდა ცხვარი. რომ გავპარსეთ ეს ცხვარი, მატყლისთვის რამე ხომ უნდა გვექნა. ამიტომ ვიფიქრე, მოდი გავრეცხავ ამ მატყლს და რამეს შევკერავთქო....

0

ქეთო ნინიძე, 34 წლის, მარტვილი

„შეიძლება ცოტა არადამაჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ სოფლად ცხოვრება ყოველთვის მინდოდა. ბიჭები, რომლებიც მიყვარდებოდნენ, ან მოხეტიალეები იყვნენ, ან - რეგიონში დაბადებულები და გაზრდილები. ამას წინათ გავაცნობიერე, რომ ჩემი პროფესიული ინტერესებიც, სწორედ, ამ თემებს უტრიალებდა - რომანტიზმი ლიტერატურაში, სენტიმენტალური რომანი, ბუკოლიკური და პასტორალური პოეზია, ღვინის ჟურნალისტიკა...

0