სოფლად მცხოვრები ქალები – ფერმერი ქალები და ქალები ბიზნესში

ხათუნა ღურჭუმალიძე, 44 წლის, სოფელი ნასპერი, ცაგერის მუნიციპალიტეტი

დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. სოფელში 23 წლის წინ დავბრუნდი, მაშინ, როდესაც საქართველოში არეული დრო იყო. ოჯახში მეოთხე გოგო ვიყავი, ყველა ბიჭს ელოდებოდა. მახარობელს ბაბუაჩემისთვის უთქვამს, ვერა ვარ კაი მახარობელი, გოგო შეგვეძინაო. ბაბუმაჩემმა არ იჯავრო, გოგოც ივარგებსო. როდესაც სახლში მომიყვანეს, ბაბუამ ხელში ამიყვანა, გამცინებია და უკითხავს, ამ...

0

მერი მახარაძე, 68 წლის, ბოლნისი (სოფ. დისველი)

"ჩვენ აქ 90-იან წლებში მომხდარი მიწის მეწყერის გამო ჩამოგვასახლეს. სოფელი წაბლანი ზვავმა დაფარა და მოსახლეობის ნაწილი შიგ მოყვა თავის სახლებიან-საქონლიანად. მაშინ ამ ტრაგედიის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. გადაწყდა, რომ უნდა გადმოვესახლებინეთ ბოლნისში, სოფელ დისველში. აქ ტრიალ მინდორზე, 230 ოჯახზე უნდა აშენებულიყო ახალი სოფელი, თავისი ინფრასტრუქტურით...

0

მანონი ახვლედიანი, 48 წლის, სოფელი ღვირიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი

„სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ, ღვირიშის საჯარო სკოლაში ვმუშაობ. ასევე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენი თემიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ჩემი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატი გავმხდარიყავი, ოჯახმა და საზოგადოებამ კარგად მიიღო, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, პირიქით. მანამდე 15 წელი სოფლის მაღაზიაში ვმუშაობდი. შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, მაგრამ მაღაზიაში მომუშავე ადამიანს ხშირად ვაჭრუკანად მიიჩნევენ...

0

მირანდა ჩხეტიანი, 33 წლის, სოფელი ტვიში, ცაგერის მუნიციპალიტეტი

ქუთაისში კი დავიბადე, მაგრამ მთელი ბავშვობა აქ, სოფელში გავატარე. სკოლაც აქ დავამთავრე, სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ქალაქში, მშობლებთან უნდა დავბრუნებულიყავი,  ბებიაჩემი უკვე იმ ასაკში იყო, რომ მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, შემოვრჩი აქაურობას. ქალაქში რატო არ მივდივარ? აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ ჩემი საქმიანობით,...

0

ქეთევან სუჯაშვილი, 51 წლის, ყაზბეგი

ოდითგანვე ესეთი წეს-ჩვეულება იყო აქა: კაცები რო მიდიოდნენ ცხორში, მოხევე ქალები რჩებოდნენ ადგილზე. ქალები თავის საქმესაც აკეთებდნენ და კაცისასაც. ოჯახის უფროსად დედა მიიჩნეოდა, რომელიც საკუჭნაოსაც განაგებდა და საქმესაც ანაწილებდა ოჯახის სხვა წევრებზე. ყაზბეგში დავიბადე. მამაჩემს სამი გოგო ყავდა და გულდაწყვეტილი იყო, ბიჭი რომ არ გაუჩნდა. ჩვენ...

0

დაკა ბერძენიშვილი, 52 წლის, ხიდისთავი/გურია

დაბრუნება ------------------ მე გურიაში, ჩოხატაურში დავიბადე, სკოლაც აქ დავამთავრე და ქუთაისში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ისევ აქ ჩამოვედი. ისე მოხდა, რომ 90-იან წლებში თბილისში გადავედი სამუშაოდ და 15 წელზე მეტი ვცხოვრობდი იქ. ეს მეუღლის ოჯახის სახლია, აქ ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოვდიოდით. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი რაიონში მაქვს გატარებული...

0

თინა სეფერთელაძე – ჩიგოგიძე, 90 წლის, გურიის სოფ. ინტაბუეთი

მამა, დედა და ორი და ------------------------------ „მე ბათუმში დევიბადე. მამა მუშაობდა და ჩვენც იქინე ვცხოვრობდით. ოცდაჩვიდმეტ წელში მამაჩემი დეიჭირეს და გადაასახლეს. მე ხუთი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს როგორ წეიყვანეს. ჩემი მამა მონადირე კაცი იყო და ორპირი თოფი ქონდა შემოდობილი ლეიბს ქვეშ. სტაცეს ხელი, იი თოფიც წეიღეს...

0

ლილი სეთურიძე, 70 წლის, გუდაური

88 წელი იყო. ფასანაურში ვცხოვრობდი ქმარ-შვილთან ერთად. საღამო ხანი იყო, ზვავი რომ წამოვიდა და ჩაგვიტანა. მაშინ 40 წლის ვიყავი. ცოცხალ-მკვდარი გამომიყვანეს იქიდან. 4 წლის მომავალი მარჩენალი ვაჟი და ქმარი დამეღუპა. 2 გოგო დამრჩა, პატარა ასაკის. მაშინდელმა მთავრობის წევრებმა რომ დაინახეს ჩემი დაღუპული შვილი, ცრემლები წამოუვიდათ,...

0

ირინა ხელისუფალი, 47 წლის, წაღვერი

“წაღვერის სკოლის დირექტორი 3 წელია გავხდი, მანამდე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მაქვს ლიდერობის უნარი და გადავწყვიტე ჩემი თავი ამ სფეროში მომესინჯა, დავიწყე მეცადინეობა, ჯერ სასერთიფიკაციო მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე, გავხდი უფროსი მასწავლებელი. მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო, რომ...

0