სოფლად მცხოვრები ქალები – ფერმერი ქალები და ქალები ბიზნესში

მანანა ბოლქვაძე, 31 წლის, ბათუმი/წალკა

„ყოველ დილით, სანამ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად წავალ, ზღვის სანაპიროზე ვჯდები, ვაკვირდები ტალღების მოძრაობას და ვფიქრობ იმ ოცნებეზე, რომლებიც ავიხდინე და იმაზეც, რომელსაც მომავალში აუცილებლად ავისრულებ.“ „13 წლის დამნიშნეს“ „ჩვენი ოჯახი ხულოდან მეწყერის შედეგად მოხვდა წალკაში. დღე არ გავიდოდა „მაჭანკალი“ რომ არ მოსულიყო ჩვენთან სახლში, ჩემი ხელის სათხოვნელად....

0

ბაია აბულაძე, 23 წლის, სოფელი ობჩა, ბაღდათი

„ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ამჟამად ყველაზე მეტად დაკავშირებულია მევენახეობა-მეღვინეობასთან. ეს არის ის, რაც უკვე დიდი ხანია მაინტერესებს, თუმცა მეწარმეობის, მომგებიანობის კუთხით ეს საქმე სულ ახლახანს დავინახე. სხვათაშორის, 1 წელია უკვე, რაც ჩემი სახელობის ღვინო ჩამოვასხი. მახსოვს, ლიტვაში...

0

დალი ვეშაგურიძე, 52 წლის, ზემო ალვანი

„ზემო ალვანის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი ჯერ ბუღალტრად და დღემდე მატერიალურ-ტექნიკურ მომმარაგებლად. სწორედ იმ დროს, როცა პედაგოგები 2-3 საათზე ამთავრებენ სამუშაოს, ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანებს საღამოს 5 საათამდე გვიწევს სკოლაში ყოფნა. სადილიც იქ უნდა მივირთვათ. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ სადილზე თინას, ჩვენს თანამშრომელს, მოჰქონდა თავისი მოწეული უგემრიელესი პომიდორი,...

0

ეკა მიქენაია, 41 წლის, ზუგდიდი

„ჩემი მიწასთან ურთიერთობა, 2011 წლამდე მხოლოდ ქოთანში ჩარგული მცენარეებით შემოიფარგლებოდა. მთელი ბავშვობა თეთრი შურით მშურდა კლასელი ბავშვების, შაბათ-კვირას სოფელში რომ გარბოდნენ. ვიდრე 2011 წელს მეგობრის, ნანი ფიფიას სოფელ ჩხორიაში USAID/NEO პროექტის ფარგლებში მარწყვის გაშენების საგრანტო კონკურსში არ მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში გავიმარჯვეთ და ერთ-ერთი პირველები ვიყავით...

0

თამრიკო წიკლაური, 54 წლის, ხადას ხეობა, წკერე

„ქალაქში მქონდა ბინა, მაგრამ გაჭირვების პერიოდი რომ დაიწყო, დავაგირავეთ, ვალი ვეღარ გადავიხადეთ და ის ბინა სულ დავკარგეთ. ჰოდა გადმოვედით აქ სოფელში, სადაც ზამთარ-ზაფხულ მუდმივი მაცხოვრებლები ვართ მე და ჩემი ქმარი. ხალხს, ტურისტებს მოსწონთ აქ რომ ამოდიან, მაგრამ ნეტაი ჩვენი თვალით შეახედათ აქაურობას. ზამთარში მაინც. სხვები...

0

მარი კოდუა, 23 წლის, დარჩელი

„ტრაქტორის მართვა ჩემით ვისწავლე. ხანდახან ოპერატორ კაცს არ ეცალა, მე კიდევ მეურნეობაში საქმე მიფუჭდებოდა. ასევე მინდოდა, მეც ადვილად შემესრულებინა სოფლის მეურნეობის ის სამუშაოები, რასაც ხშირად ქალები ხელით აკეთებენ. 1 ჰექტარი მიწის გათოხვნას და მერე სასუქის შეტანას 3 დღე და 4 ადამიანური რესურსი სჭირდება, მაშინ, როცა...

0

მარიკა ქავთარაძე, ხადას ხეობა, სოფელი წკერე

„სკოლა წარჩინებით დავამთავრე და სამედიცინო სასწავლებელში მოვეწყვე. ძალიან მინდოდა ამ სფეროში მუშაობა გამეგრძელებინა. მერე გავთხოვდი, შვილები შემეძინა და სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე. შვიდი შვილი მყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი 9 თვის. იმის გამო, რომ ხადას ხეობაში საბავშვო ბაღი არ გვაქვს, ბავშვების მარტომ გაზრდა მომიწია და...

0