სხვადასხვა ბრძოლები

TAm Oonz (თამუნა წახნაკია), 30 წლის, თბილისი

„პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი ვარ. ჩემი პროფესიით ერთი წელი ვიმუშვე და მივხვდი, რომ ეს სფერო ნაკლებად მაინტერესებს, სხვა მიმდინარეობები მიზიდავდა ყოველთვის, ის რაც ხელოვნებასთან უფრო ახლოს არის - ანიმაცია, ილუსტრაცია, გრაფიკა, კომიქსების ხატვა და ა.შ. სივრცე მიყვარს ბავშვობიდან. დიდ სივრცეში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, თავისუფლებასთან ასოცირდება ჩემთვის ,

ნატო შავიშვილი, 38 წლის, მარნეული

"ხშირად საინტერესო რეაქციებს იწვევს ის ფაქტი, რომ მარნეულში გავიზარდე. მწყინს როდესაც ჰგონიათ, რომ საინტერესო და გამორჩეული ადამიანი არ შეიძლება მარნეულიდანაც იყოს. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ის სტერეოტიპია, რაც ყვლაზე დიდ პრობლემას მიქმნიდა ყოველთვის. მარნეულში ცხოვრება არის უდიდესი გამოცდილება. სხვებს უწევთ ტოლერანტობის სწავლა და მეცადინეობა, ჩვენთვის კი

ეკა ბაჩილავა, 30 წლის, მარტვილი

„მარტვილში ვცხოვრობ, კანიონთან ახლოს, მშობლებთან, ძმასთან, რძალთან და ძმის ორ პატარა შვილთან ერთად. ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, მთელ დღეებს ბუნებაში და წყალში ვატარებდი. მდინარე ჩემი სახლის წინ არის და იქ

იდა ბახტურიძე, 32 წლის, ახმეტა

იდა ამ პლატფორმის ერთ-ერთი ავტორია. ჩვენ ვიწერთ და გიყვებით, არამხოლოდ, სხვა ქალების გამოცდილებებს, არამედ ჩვენსასაც. გვინდა უფრო ახლოს იცნობდეთ იმ ადამიანებს, ვისაც ანდობთ თქვენს სათქმელს. ბლოგი პირველად გამოქვეყნდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ვებგვერდზე: http://www.feminism-boell.org/…/chemi-cili-brazi-peministob… და facebook გვერდზე: https://www.facebook.com/50womenfromGeorgia/posts/849237825257537?pnref=story "ჩემი წილი ბრაზი ფემინისტობამდე ------------------------------------------------- ფემინისტებს ხშირად გვამუნათებენ, რომ ვართ „გაბრაზებული

მუსია ქებურია, 26 წლის, თბილისი

დასაწყისი „პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი, პარალელურად კი, სთრით არტისტი ვარ. ზოგადად, ხატვის მხრივ ეს მიმართულება ბავშვობიდან მომწონდა. პირველი შეხება სთრით არტთან მაშინ მოხდა, როცა სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე ვიყავი. რაღაც კონკურსი ჩატარდა უნივერსიტეტებს შორის და იქ მივიღე მონაწილეობა. მაშინ დავიჭირე პირველად ხელში „პულვილიზატორი“. ეს პროცესი იმდენად მომეწონა, რომ

ნათია ლაბაძე, 24 წლის, ბათუმი

„2015 წლის 18 ივლისს, 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოვართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც მითხრა „კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე. მშვიდობიან ცურვას გისურვებ“ „ჩემს ოჯახში ყველა მეზღვაურია. მამაც და ძმაც. ბიძებიც. თუმცა მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ჩინეთის ზღვაში, ბიძების სიცოცხლე შეეწირა.

ლელა ხარშილაძე, 38 წლის, მარნეული

მე მეშვიდე, ყველაზე პატარა შვილი ვარ ოჯახში. ჩემი ერთ-ერთი და 21 წლით დიდია ჩემზე. ის და დედაჩემი ერთდროულად იყვნენ ორსულად. მერე ჩემი და მიყვებოდა ხოლმე, რომ თავიდან ვბრაზდებოდი, მეც ორსულად რომ ვიყავი და დედაცო, მაგრამ დავიბადე მე და მომყვა ჩემი დის შვილი

თამარ (ბუდე) აბრამიშვილი, თბილისი

„აქ, ახლა სადაც ვცხოვრობ კასპის სოფლის ახალქალაქიდან მოვხვდი. იქ ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი, სკოლაც იქ დავამთავრე და შემდეგ ტექნიკუმში ვსწავლობდი, რომლის დამთავრების შემდეგ კავშირგაბმულობაში გამანაწილეს ოპერატორად. ეს საერთო საცხოვრებელიც კავშირგაბმულობას ეკუთვნის და ამიტომ მოვხვდი აქ. თუმცა, ის ჩემი სამსახურიც დაიხურა და დავრჩი ასე

მანანა ქომეთიანი, 46 წლის, თბილისი თამარ კვიჟინაძე, 42 წლის, თბილისი…

პირველი ბავშთა ჰოსპისის მზრუნველი ქალები ---------------------------------------------------------------------- „თუ ახლა ღამით, ტყის მახლობლად, წყაროზე ანდა გზის პირას ბუჩქების თავზე მოციმციმე ციცინათელებს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ისინი დღემდე ეძებენ თავის მზეთუნახავს და ვერ პოულობენ“ - „სალამურას თავგადასავალი“ ------------------------------------------------------------------------ მანანა: „ბავშვთა პირველი ჰოსპისი 5 თვეა რაც გაიხსნა. ჰოსპისი ლათინური სიტყვაა და ის თავისი ორგინალური მნიშვნელობით,