ე-ი

ისკრა ოსვალდ, 93 წლის, თბილისი

„ომი! რა საშინელი სიტყვაა და წარმოიდგინეთ მისი გადატანა როგორი იქნებოდა. 1941 წლის 22 ივნისი იყო. მე მაშინ მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი. ჩვენს ეზოში, სადაც ვცხოვრობდი, ხეზე რადიო იყო დამონტაჟებული და აცხადებდა სიახლეებს. იმ დილასაც გამოაცხადეს, რომ ფაშისტურმა გერმანიამ გადმოლახა ჩვენი საზღვრები და დაიწყო ომი. იმ

ელენე დარიანი (ბაქრაძე) 1897-1979 /პოეტი

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც “დარიანული ციკლის” სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა “ქალურ” ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო

ელენე ლუხუტაშვილი, 88 წლის, თელავი

„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად - სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ

იზოლდა მაჭავარიანი, 59 წლის, თელავი

„სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდოდა სტომატოლოგიურ ტექნიკუმში ჩაბარება, მაგრამ სასწავლებელი არ იყო ადაპტირებული ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის საქართველოში. რუსეთში იყო, მე უკვე გათხოვილი ვიყავი და იქ სასწავლებლად ვერ წავედი. შემდეგ ჭრა-კერვა ვისწავლე და შემეძლო ყრუთა სკოლაში ეს მესწავლებინა, მაგრამ მასწავლებლები ამ სკოლაშიც სმენიანები იყვნენ და

ეკა მიქენაია, 41 წლის, ზუგდიდი

„ჩემი მიწასთან ურთიერთობა, 2011 წლამდე მხოლოდ ქოთანში ჩარგული მცენარეებით შემოიფარგლებოდა. მთელი ბავშვობა თეთრი შურით მშურდა კლასელი ბავშვების, შაბათ-კვირას სოფელში რომ გარბოდნენ. ვიდრე 2011 წელს მეგობრის, ნანი ფიფიას სოფელ ჩხორიაში USAID/NEO პროექტის ფარგლებში მარწყვის გაშენების საგრანტო კონკურსში არ მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში გავიმარჯვეთ და ერთ-ერთი პირველები ვიყავით

თამრიკო წიკლაური, 54 წლის, ხადას ხეობა, წკერე

„ქალაქში მქონდა ბინა, მაგრამ გაჭირვების პერიოდი რომ დაიწყო, დავაგირავეთ, ვალი ვეღარ გადავიხადეთ და ის ბინა სულ დავკარგეთ. ჰოდა გადმოვედით აქ სოფელში, სადაც ზამთარ-ზაფხულ მუდმივი მაცხოვრებლები ვართ მე და ჩემი ქმარი. ხალხს, ტურისტებს მოსწონთ აქ რომ ამოდიან, მაგრამ ნეტაი ჩვენი თვალით შეახედათ აქაურობას. ზამთარში მაინც. სხვები

ესმა გუმბერიძე, 22 წლის, თბილისი

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. მე რომ ისეთი ოჯახი არ მყოლოდა, როგორიც მყავს, მართლაც პრობლემური შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემი უნივერსიტეტში სწავლა. ჩვენ ქუთაისიდან ვართ და ჩემი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, როდესაც მე სკოლაში უნდა მივსულიყავი. თავიდან მარტო ქართული ენის სახელმძღვანელო გვქონდა ბრაილით. დანარჩენს ყველაფერს დედაჩემი

თამთა კურცხალიძე, 28 წლის, ბათუმი

"ოჯახიდან არასოდეს ვყოფილვარ შეზღუდული ან სახლში გამოკეტილი. პირიქით, როგორც კი ავიდგი ფეხი და გარეთ გამოვედი, მას მერე სულ გარეთ ვარ. მაგრამ, სამსახურთან დაკავშირებით კი მქონია პრობლემები. მთელი ბათუმის მასშტაბით, ერთი წლის განმავლობაში ვაგზავნიდი სამსახურზე განაცხადებებს და თითქმის ყველგან მაქვს გაგზავნილი. გასაუბრებაზე პირდაპირ მეკითხებოდნენ, შევძლებდი თუ