გენდერი და ომი – ქალების გამოცდილება კონფლიქტურ ზონებში, დევნილი ქალები

ლალი, 46 წლის, გალი

„რომ არა დევნილობა, პირადად მე, ზუსტად ვიცი, რომ იმ გზით არ ვივლიდი რა გზითაც მომიწია სიარული. მთელი ჩემი ცხოვრების სირთულეები მიეკუთვნება დევნილობის პერიოდს. სულ პატარა იყო ჩემი შვილი, წლის და 6 თვის. მე პროფესიით პედაგოგი ვარ და გალში ვმუშაობდი. მაშინ პედსაბჭოზე ვიჯექი, როდესაც განგაში ატყდა.

მანანა, 31 წლის, გალი

„მძაფრად მახსოვს ის მომენტი, როდესაც სახლს ვტოვებდით. მაშინ 9 წლის ვიყავი. ბევრი ცუდი მოგონება მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მეტად დედაჩემის სახე დამამახსოვრდა, როდესაც ვუყურებდი როგორ ტიროდა. იმ დროს ვაცნობიერებდი რაც ხდებოდა. ვიცოდი რომ ომი იყო, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავით და ასეც მოხდა

მონიკა ქობალია, 15 წლის, ზუგდიდი

„მინდა რომ ერთხელ მაინც გადავუშალო ადამიანებს გული საკუთარ ცხოვრებაზე და კარგი იქნება ჩემი მსმენელები, ქალები თუ იქნებიან. 8 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა. მე და დედიკო დავრჩით. იმისათვის, რომ სკოლაში სრულფასოვნად მესწავლა, ჩამეცვა, სასკოლო ნივთები მეყიდა, შემოსავალი გვჭირდებოდა. მანამდე მამა არაფერს მაკლებდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ

მზია ჭანტურია, 60 წლის, გაგრა

„1992 წელს ქმარი გარდამეცვალა, არეულობა დაწყებული იყო უკვე აფხაზეთში. ქმრის გარდაცვალებიდან 40 დღის მერე წამოვედით გაგრიდან მე და ჩემი ორი შვილი, პატარები იყვნენ, გოგო 9 წლის და ბიჭი - 7 წლის. აი, სასეირნო გემები რომ არის, იმით წამოვედით. ამ გემზეც ძლივს მოვხვდით, იმხელა რიგი იყო.

ჯულიეტა ჯინალი, 67 წლის, ოჩამჩირე

"1993 წლის 29 სექტემბერს წამოვედით აფხაზეთიდან. წავედით ზუგდიდში, მამიდაშვილის სახლში. ძალიან გვიჭირდა, არაფერი გაგვაჩნდა, არც საჭმელი, არც სასმელი და გადავწყვიტეთ თბილისში წამოსვლა. მე როგორც პედაგოგი, ჩაგვასახლეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში. ერთ ოთახში 7 ადამიანი მოგვათავსეს. ჩემი ოჯახი, ჩემი დედამთილ-მამამთილი და მული. არც შუქი გვქონდა, არც წყალი.