სხვადასხვა ბრძოლები

სვეტლანა ნინიკელაშვილი, 70 წლის, თელავი

(„ქალები საქართველოდან“- ის რესპონდენტის, ნათია ნინიკელაშვილის დედა) სიმარტოვე --------------- „ნათიას გაჩენა რომ გადავწყვიტე, 38 წლის ვიყავი. შეყვარებულმა ქალმა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება შეეძლო, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით მივიღე ეს გადაწყვეტილება - უმამოდ გამეჩინა ნათია. ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიძაშვილს მოვუყევი. ჩემს ბიძაშვილს დაუოჯახებელი მული ყავდა, რომელიც თავის დროზე მშობლების მოთხოვნის წინააღმდეგ

ნაცო ბერიძე-გაბაიძე, 33 წლის, ბათუმი

"გვარი --------- ჩემს თავზე საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშნვით, რომ ფემინისტი ვარ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემს თავს ფემინისტად ვაიდენტიფიცირებ, რაზეც, ალბათ, ჩემი გვარიც მეტყველებს - ჩემი და გარდაცვლილი ქმრის გვარი ჩემს ფემინისტობასთან ერთად ზუსტად იმ ევოლუციას ასახავს, რაც გავიარე. ბევრჯერ უკითხავთ, განსაკუთრებით ბოლო დროს, შევიცვლი

ნათია (ფრიდა) ბოლქვაძე, 36 წლის, ბათუმი

„რაკუშკებიან კაფეში ვარ, ფრიდასთან“ - ასე უთხრა ტელეფონში ერთმა ჩვენმა კლიენტმა მეგობარს. მას მერე კაფეს „რაკუშკები“ დაერქვა, მე - ფრიდა. ჩემი ხელით მოხატული და გაფორმებული კაფის ფერები - ყვითელი, ცისფერი და თეთრი ფერები - მექსიკურია. ჩემი ნაწნავები და თმაში გაბნეული ყვავილები - ფრიდასეული. ამით გაითვქა

ანა კუბლაშვილი (Newa), 27 წლის, თბილისი

"მუსიკალურ ოჯახში ვარ გაზრდილი და ამიტომ, მუსიკასთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა. 4 წლიდან ხან ვმღეროდი, ხან ფორტეპიანოზე და დრამზე ვუკრავდი. მოკლედ, ბევრი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული და ყველა ჟანრის მუსიკა მომისინჯავს. ელექტრონული მუსიკა ადრეული ასაკიდან მიზიდავდა და მაინტერესებდა, მაგრამ მუსიკის კეთება უზბეკეთში ცხოვრებისას დავიწყე, სადაც მშობლებთან ერთად

შუშანიკ ჩუბინიძე 22 წლის, საზანო (თერჯოლის რაიონი)

"ორი წლის წინ, მეორე კურსზე გადავწყვიტე, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მემუშავა. მოკლედ, გასაუბრება გავიარე SPAR Georgia-ში. სამუშაოს აღწერილობის მიხედვით, რამდენიმე დღიანი ტრეინინგიც უნდა გამევლო მუშაობის დაწყებამდე. მაგრამ, პირდაპირ ერთკვირიანი სტაჟირება და მუშაობა დავიწყე იმ საქმეზე, რომელიც მანამდე არასოდეს მიკეთებია. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ცვლებში უნდა მემუშავა -

მაშკა დავლიანიძე, 51 წლის, თბილისი

„ვარ ხელოვნებათმცოდნე, გერმანიაში ვსწავლობდი, თუმცა, როდესაც უკან დავბრუნდი, მივხვდი, რომ არავის არ სჭირდებოდა ეს აქ (იმ პერიოდში). 90-იანებში მე და ჩემმა ქმარმა გავხსენით „ჩინ-ჩინი“, ანუ პიცა სახლში მიტანის სერვისით. სახლში ვისხედით და სულ 100 ევრო გვქონდა, როდესაც ეს იდეა მომივიდა თავში. ჩემი ქმარიც ამყვა და

ეკატერინე გარდაფხაძე, 55 წლის, თბილისი

„პატარა გოგო ვიყავი, როდესაც გავთხოვდი. ჩვენ დროს ჰო ასე იყო - გაკვეთილიდან უცებ გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდებოდი და ამას გათხოვება ერქვა. 16 წლისამ შვილი გავაჩინე. სკოლაში სწავლის პერიოდში ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, როდესაც ჩემმა ქმარმა ნარკოტიკი შემომთავაზა. „ერთნაირ ხასიათზე ვიქნებით, ერთნაირად

თეონა (29) და თამარ (31) გურგულიანები, სოფელი ლაჰილი, მესტია

„მესტიაში ვცხოვრობდით, თუმცა ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილი ლაჰილი იყო, სადაც ბებიასთან და ბაბუასთან ზაფხულობით ვისვენებდით ხოლმე. ჩვენ ჩვენი სამოთხე გვქონდა. ბებია და ბაბუა ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ბედნიერებისთვის. 90-იანი წლები და გაჭირვების პერიოდი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ არაფერი გვაკლდა, ჩვენები მეურნეობას ეწეოდნენ, კარგად ვცხოვრობდით, ყველაფერი

სალომე ბენიძე, 30 წლის, თბილისი

"დღესაც ხშირად ხდება, რომ ტექსტებს სხვადასხვანაირად იღებს საზოგადოება იმის მიხედვით, ქალის დაწერილია თუ კაცის. ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს. ჩემი ტექსტებიც შეუფასებიათ, როგორც „ქალის დაწერილი“. მწერალ ქალებს ბრძოლა გვიწევს თვითდამკვიდრებისთვის, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ისეთი თამამები, როგორებიც დღეს ვართ და ქართული ლიტერატურაც არასოდეს