თემები

ნინო ჭინჭარაული, 30 წლის, თბილისი

ყოველთვის, როცა მსგავს ისტორიებს ვკითხულბდი, როგორიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ვფიქრობდი - „სიჩუმე კლავს!“. პირველ რიგში თავად ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვადანაშაულებდი, რომლებიც ხმას არ იღებდნენ და თავისი სიჩუმით მოძალადეებს უფრო ამრავლებდნენ. მაგრამ, როცა მე თვითონ შემემთხვა ამბავი, რომლის მიზეზითაც უკვე 6 თვეა კოშმარების გარეშე ვერ ვიძინებ,

მარიამ ხანგოშვილი, 78 წლის, ჯოყოლო, პანკისის ხეობა

მე თვითონ დუისელი ვარ. ისე მოხდა, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობდი. 8 თვის ვყოფილვარ, როცა ის ფრონტზე დაიღუპა. დედაჩემი მეორედ აქ, ჯოყოლოში გათხოვდა. მეც თან წამომიყვანა და თავისთან ერთად მზრდიდა. მამით და-ძმა არ მყავდა, მაგრამ დედით შვიდი და და ერთი ძმა ვიყავით. ოჯახში ბევრს შრომობდნენ

ქეთევან სუჯაშვილი, 51 წლის, ყაზბეგი

ოდითგანვე ესეთი წეს-ჩვეულება იყო აქა: კაცები რო მიდიოდნენ ცხორში, მოხევე ქალები რჩებოდნენ ადგილზე. ქალები თავის საქმესაც აკეთებდნენ და კაცისასაც. ოჯახის უფროსად დედა მიიჩნეოდა, რომელიც საკუჭნაოსაც განაგებდა და საქმესაც ანაწილებდა ოჯახის სხვა წევრებზე. ყაზბეგში დავიბადე. მამაჩემს სამი გოგო ყავდა და გულდაწყვეტილი იყო, ბიჭი რომ არ გაუჩნდა. ჩვენ

ნათია ლეკვეიშვილი, 29 წლის

მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ. არქიტექტორ-დიზაინერობამდე მისაღწევად, ჩემი აზრით, გრძელი და საინტერესო გზა გამოვიარე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მშობლები არქიტექტორები არიან, ჩემი ბავშვობა ეზოში თამაშის მაგივრად, მშობლების სტუდიაში გავიდა, სადაც ხშირად მიწევდა შეხება ამ სფეროსთან. ჩემს მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რათა ბნელ 90-იანებში მიმეღო კარგი განათლება,

ნია ვაშაკიძე, 37 წლის, თბილისი

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა გადავწყვიტე და მეორედ გავთხოვდი. ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც აღმოჩნდა ჩემი კეთილისმოსურნეები, ჩემ გარშემო მეუბნებოდა, რომ არ იყო ეს ადამიანი ის, ვინც მე მეგონა, მაგრამ როცა გიყვარს, მსგავს რჩევებს არ ითვალისწინებ. ის ხალხი, რატომღაც, ჩემი მტერი მეგონა.

ვერა ლამბრიანოვა, 96 წლის, თბილისი

„როცა მეკითხებიან, ვინ ვარ მე, ვპასუხობ - მე ვარ მფრინავი. პატარა რომ ვიყავი, გორში ვცხოვრობდით. მახსოვს, როცა გუგუნს გავიგებდი, გავვარდებოდი გარეთ და ცაში ვეძებდი თვითმფრინავს. უნდა გენახათ, რას ვგრძნობდი, როცა დავინახავდი. სულ ვფიქრობდი, ნეტა მეც თუ შევძლებდი ფრენას? საქვეყნოდ ვერავის ვეუბნებოდი, მრცხვენოდა, ვაითუ ვერ შემესრულებინა ეს

მედიკო მაჩალიკაშვილი, 46 წლის, დუისი – პანკისის ხეობა

სტუდენტობის აუხდენელი ოცნება ------------------------------------------------------------- სტუდენტი არასოდეს ვყოფილვარ, არ მეღირსა ეგ ბედნიერება

ნათია ვაშალომიძე, 31 წლის, ოზურგეთი

10 წლის წინ ვთვლიდი, რომ ყველაფერი  კარგად არის იმიტომ, რომ მამაჩემი იყო ძალიან დემოკრატი და რადგან ჩემს ოჯახში გენდერული პრობლემები არ იყო, ყველგან ასე მეგონა. ყველაზე მტკივნეული დარტყმა იყო, როცა გათხოვებიდან ძალიან მალე მორიდებული კითხვები დაიწყო -  „რამე სიახლე არ გაქვს?“. მე ვიწყებდი მოყოლას სამსახურში

კრისტინა დუდი ავსარქისოვა, 25 წლის, თბილისი

დასაწყისი „ყველაფრი იმით დაიწყო, რომ 6 წლის ვიყავი და მეუბნებოდნენ, რომ არც სმენა მქონდა და არც ხმა. ეს საშინლად მაბრაზებდა. მაგრამ ერთი თვისება მაქვს, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. მუსიკა სულ მომწონდა, ამიტომ ძალიან მწყინდა, როდესაც მასწავლებელი მეუბნებოდა, არ შეგიძლია და შეეშვიო. ერთი პატარა მონაკვეთი მქონდა სამღერი,