თემები

ქეთი ყაჯრიშვილი, 48 წლის, თბილისი

„წლების განმავლობაში თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვმუშაობდი. იცით ეს რა პერიოდი იყო? ხანდახან ვაკიდან ფეხით მივდიოდი საბურთალოზე. აღებულ მცირე ხელფასს, კუპონები რომ ერქვა, დედას ვაძლევდი ჩვენი კვებისთვის. ვცდილობდი, უკეთესი ვყოფილიყავი ჩემს საქმეში და ჩემი მწირი ხელფასის ნაწილს გადამზადების კურსებში ვიხდიდი, რომელიც არც თუ იაფი ღირდა.

რუსა ჩხაიძე, 29 წლის, ბათუმი

"15 წლის ასაკში გავიკეთე ფეხის ამპუტაცია. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ, ალბათ, ბავშვურად ბოლომდე გაუცნობიერებელი. ამიტომ, ძალიან სწრაფად გაიარა ამ რთულმა პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში. 16 წლის ასაკში გავიკეთე დამხმარე საშუალება ე.წ. „პროტეზი“. ძალიან კარგად მოვირგე და მალე შევეგუე ამ უცხო სხეულს, რამაც მეტი საშუალება მომცა

სალომე საღარაძე, 37 წლის, ბათუმი/თბილისი

„რეჟისორობა ყოველთვის მინდოდა. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში გაიხსნა კინოსარეჟისორო და როცა პირველად გამოაცხადეს მიღება, კულუარული ინფორმაცია გაჟღერდა - გოგონებს არ ღებულობენო. ინსტიტუტში თვლიდნენ, რომ გოგოს საქმე არ იყო კინორეჟისორობა. ერთი გოგო იყო იმ წელს თურმე, ვისაც უნდოდა ჩაბარება და ურჩიეს, რომ კინომცოდნეობაზე გადაეტანა საბუთები. მართლაც, პირველ

დალი ვეშაგურიძე, 52 წლის, ზემო ალვანი

„ზემო ალვანის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი ჯერ ბუღალტრად და დღემდე მატერიალურ-ტექნიკურ მომმარაგებლად. სწორედ იმ დროს, როცა პედაგოგები 2-3 საათზე ამთავრებენ სამუშაოს, ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანებს საღამოს 5 საათამდე გვიწევს სკოლაში ყოფნა. სადილიც იქ უნდა მივირთვათ. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ სადილზე თინას, ჩვენს თანამშრომელს, მოჰქონდა თავისი მოწეული უგემრიელესი პომიდორი,

მარიამ გარიყული (თათეშვილი), 1883-1960 / მწერალი, მსახიობი

"მოგიწოდებთ ქალებო ქალთა საკითხის გარშემო, ვისაც დაჰკოდია გული თვისის უუფლებობით, არა მარტო პარლამენტის სკამზე დაუჯდომლობით, არამედ უფრო ახლოს გეტყვით: ვისაც დაჰკოდია გული თქვენივე ოჯახში, ქმარისაგან, მამისაგან, ძმისაგან. ვისაც თვის საკუთარ ნაწილ-გულევ ნაამაგარ ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, თავისუფალი კუნჭული გადმოგეღვარა ცრემლი, თვის საკუთარ, დედაკაცის უბედურებით

ნინო მარხვაიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი

“მათემატიკაა ჩემი საყვარელი საგანი, საკმაოდ ძლიერი ვარ ტექნიკურ საგნებში, მაგრამ, ალბათ თქვენც გაგეცინებათ, უცხო ენებზე ვაპირებ ჩაბარებას. თავდაპირველად ბიზნეს ადმინისტრირების განხრით მინდოდა წავსულიყავი, ეკონომიკა მაინტერესებს, მაგრამ სკოლაშიც მასწავლებლებმა და ოჯახის ახლობლებმაც დამაჯერეს, რომ რადგან გოგო ვარ, დიდი კონკურენციის პირობებში აღმოვჩნდები და ამ განხრით დასაქმება გამიჭირდება.

ოლღა კალინა, 33 წლის, რუსთავი

"დავიწყებ იქიდან, რომ მაქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ეს დიაგნოზი მივიღე 21 წლის ასაკში, როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში. სულ მინდოდა მეცნიერული კარიერა, ბიოლოგია მაინტერესებდა. დამატებით ლაბორატორიაშიც დავდიოდი, როცა ბაკალავრიატში ვსწავლობდი იმისათვის, რომ მიმეღო შანსები კარიერის გასაგრძელებლად. იმ დროს ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური არ იყო, ანუ 90-იანი წლები იყო,

გულიკო ხანგოშვილი, 56 წლის, პანკისი

„ქისტი ვარ. პანკისის ხეობაში გავიზარდე და აქვე დავამთავრე 8 წლიანი სკოლა. რადგან სამედიცინოზე ჩაბარება მინდოდა, თბილისში წავედი და 10 კლასი იქ დავამთავრე ოქროს მედალზე. მაშინ სამედიცინოზე ოქროსმედალოსნებს მარტო ერთი გამოცდა უნდა ჩაებარებინათ. ფიზიკა ავირჩიე, მაგრამ ოთხიანი მივიღე. ჩავიჭერი. მეორე წელს მომიწია გათხოვება, მთელი 2 წელი