თემები

ციცინო გაურგაშვილი, 49 წლის, პანკისის ხეობა

„დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, პანკისის ხეობაში. თუმცა მერე, 4 წელი ჯერ რუსეთში ვსწავლობდი და მერე უმაღლესი ჩეჩენ-ინგუშეთში დავამთავრე. ჩემი მომავალი ქმარიც იქ გავიცანი. უკვე დაძაბული პერიოდი იყო ჩეჩნეთში, 93 წელი იდგა. ჩემი ქმარი ჯოჰარ დუდაევის ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. მაშინ უკვე პირველი შვილი შეგვეძინა.

ანა მოზაიძე, 15 წლის, ნათია ნაკვეთაური, 17 წლის, ზემო ალვანი

ანა: „ პატარა ვიყავი მშობლებმა მუსიკალურში რომ შემიყვანეს. ეს მუსიკალური, ზუსტად სტადიონის წინ იყო და როცა გამოვდიოდი, საათობით ვიდექი და ვაკვირდებოდი, ბიჭები როგორ თამაშობნენ ფეხბურთს. მასწავლებელს შეუმჩნევია და დედაჩემისთვის უთქვამს, მგონი ფეხბურთი ძალიან აინტერესებსო. დედას არ უნდოდა ჩემი ფეხბურთზე შეყვანა. სანაცვლოდ, ჯერ ქართული ცეკვები შემომთავაზა,

ფატიმა რომანოვა, 27 წლის, თბილისი

„დავიბადე მამრობითი სქესის, თუმცა ვარ ინტერსექს ადამიანი, ანუ ადამიანი, ვისაც აქვს xx ქრომოსომა. სხვებს ბავშვობიდანვე არ ვგავდი და ამას ყველა მატყობდა ოჯახში, მითუმეტეს იმის პირობაზე, რომ 8 დედმამიშვილიდან, სადაც 4 ბიჭია, ყველაზე გამორჩეული მე ვიყავი. ჩამოყალიბების პროცესში მეტყობოდა, რომ სხვანაირი აღნაგობა მქონდა: გამოკვეთილი წელი, მკერდი,

თამრიკო წიკლაური, 54 წლის, ხადას ხეობა, წკერე

„ქალაქში მქონდა ბინა, მაგრამ გაჭირვების პერიოდი რომ დაიწყო, დავაგირავეთ, ვალი ვეღარ გადავიხადეთ და ის ბინა სულ დავკარგეთ. ჰოდა გადმოვედით აქ სოფელში, სადაც ზამთარ-ზაფხულ მუდმივი მაცხოვრებლები ვართ მე და ჩემი ქმარი. ხალხს, ტურისტებს მოსწონთ აქ რომ ამოდიან, მაგრამ ნეტაი ჩვენი თვალით შეახედათ აქაურობას. ზამთარში მაინც. სხვები

ესმა გუმბერიძე, 22 წლის, თბილისი

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. მე რომ ისეთი ოჯახი არ მყოლოდა, როგორიც მყავს, მართლაც პრობლემური შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემი უნივერსიტეტში სწავლა. ჩვენ ქუთაისიდან ვართ და ჩემი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, როდესაც მე სკოლაში უნდა მივსულიყავი. თავიდან მარტო ქართული ენის სახელმძღვანელო გვქონდა ბრაილით. დანარჩენს ყველაფერს დედაჩემი

ანა, 24 წლის, თბილისი

„12 წლის ვიყავი ჩემი ორიენტაცია რომ გავაცნობიერე, თუმცა ძალიან ვმალავდი. ჩავიკეტე ჩემს თავში და ვმალავდი ამ ყველაფერს. ძალიან გამიჭირდა, გააზრება გამიჭირდა, საკუთარი თავის პოვნა გამიჭირდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მაინც რაღაც მაწუხებდა შინაგანად. ჩემი უახლოესი მეგობარი მიყვარდა, მაგრამ არ მითქვამს, მეშინოდა მისი დაკარგვის. მეშინოდა

ჟუჟუნა გაბაიძე, 59 წლის, ქობულეთი

„3 თვის ორსული ვიყავი, რომ ქვრივი დავრჩი. ძალიან ახალგაზრდამ გავაჩინე ბიჭი და გავზარდე. მართალია ოჯახი მეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში, მაგრამ მეც ბევრს ვშრომობდი: ვმუშაობდი სასათბურე მეურნეობაში. სამუშაოს დასრულებისთანავე მივდიოდი საგზაო დეპარტამენტში და იქ გვიანობამდე ვალაგებდი 12 ოთახს. ამ შრომის შედეგად მივიღე 2-ოთახიანი ბინა ქობულეთში. რადგან დედა

ქრისტინე მაღლაკელიძე, 23 წლის, ქუთაისი

(პროფესიით იურისტია და საქართველოს სკაუტების სამუშაო ჯგუფთან ერთად მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშესაწყობად მუშაობს სახელმწიფო პროგრამაზე - "აწარმოე საქართველოში". ქრისტინე არის დემოკრატიისა და განათლების აქტივისტი) „გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ჩვენი ყოველდღიურობისთვის იმგვარად ორგანულია, რომ საზოგადოება უთანასწორობას იღებს ბუნებრივად, თანასწორობა კი პირიქით, როგორღაც ეუცნაურებათ. აი მაგალითად, ჩემი ველოსიპედის

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე 1833-1895

ამბებზე და პრობლემებზე, რომლებზეც თანამედროვე ქალები საქართველოდან ამ გვერდის საშუალებით გვიყვებიან, ჯერ კიდევ საუკუნის წინ მცხოვრებმა ქალებმა დაიწყეს წერა და ხმამაღლა საუბარი. ბევრი თქვენგანი, შესაძლოა, უკვე იცნობდეს მათ - ქალებს, რომლებმაც, თითქმის, საუკუნის წინ საქართველოს ქალთა მოძრაობას ჩაუყარეს საფუძველი, მაგრამ ჩვენ გვინდა გაგახსენოთ ისინი: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე