აჭარა

მავილე ბურჭულაძე, 72 წლის, ბათუმი

„ბათუმის სახლიდან, სადაც ახლა „მარსელი“ მდებარეობს და სადაც ბებია-ბაბუასთან და მშობლებთან ერთად ვიზრდებოდი, 1949 წელს გადაგვასახლეს. მე მაშინ 3 წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 5-ის. ფრაგმენტებად მახსოვს ეს ამბავი: მოვიდნენ სამხედროები და სატვირთო მანქანით წაგვიყვანეს ეშელონში. მატარებელში, რომელიც შუა აზიაში მიდიოდა, ბევრი ადამიანი იყო, ბევრი

ეკატერინა ორბელაძე, 41 წლის, ბათუმი

"არ ვიცი, თქვენი სხვა გმირების ფონზე, რამდენად საინტერესო იქნება ჩემი ამბავი, მაგრამ ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სათქმელი ბევრ ქალს აქვს და მათ შორის, მეც. განსაკუთრებით, მომავალი ჯანსაღი და თავისუფალი თაობების გამო. ხშირად, ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება, რომ თუ რაღაც ინსპირაციული არ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ის თითქოს არ არის

მაკო ხალვაში, 27 წლის, ბათუმი

დიაგნოზი "ჩემი ამბავი დაახლოებით 15-16 წლის წინ დაიწყო. სკოლის პერიოდში, დაფას რომ ვუყურებდი და კარგად ვერ ვხედავდი, ვფიქრობდი, ან დაფაა შორს, ან ცარცი არ წერს კარგად-მეთქი. თან, ბავშვებიც ხშირად წუწუნებდნენ ამაზე და მეც მეგონა, როგორც ჩემთვის, მათთვისაც ისე არ ჩანდა. მერე თვალის კოორდინაციაც დამეკარგა, პირდაპირ ვეღარ

ნათია გაგაძე, 23 წლის, ბათუმი

„საქაერონავიგაციაში ვმუშაობ, ავიამეთვალყურე ვარ ბათუმის აეროპორტის კოშკურაში. ჩემი მოვალეოება ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. პილოტებს ვაძლევ მითითებებსა და მიმართულებას, რომ შემდგომ შესაბამისი ინფორმაციით მიიღონ გადაწყვეტილება, რა და როგორ გააკეთონ, ამასთან, ვწყვეტ მათ თანმიმდევრობას სხვა ჩემს კოლეგებთან ერთად, სიტუაციიდან გამომდინარე.  ავიამეთვალყურეების სამი სიმაღლე არსებობს, მე ყველაზე დაბალ სიმაღლეზე

მირანდა მაზმანოვა, 38 წლის, ბათუმი

"ციხეში 2009 წელს მოვხვდი. 260-ე მუხლით ვიყავი გასამართლებული. 10 წელი მომისაჯეს, 3 წელი და რვა თვე ვიჯექი და ამნისტიით გამოვედი. ჩემი სირთულეები და პრობლემები ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ვამბობდი, სასჯელი თუ უნდა მომცენ, თავისუფლებაზე გამიშვან მეთქი. ყველაფერი საფიქრალი და საზრუნავია - აბა, სახლი, აბა, ქირა,

ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე, 36 წლის, ბოლნისი/ზემო აჭარა

„ჩემს ოჯახში ბიბლია და ყურანი გვერდიგვერდ ინახება. 13 წლის ვიყავი, აჭარელი მუსლიმი ბიჭი როცა შემიყვარდა. მაშინ არ გამიცნობიერება, რაიმე გამოწვევის წინაშე თუ დავდგებოდი, არ გადამიაზრებია, ჩვენს კულტურაში განსხვავებული მრწამსი გამოწვევების წინაშე თუ დაგვაყენებდა. პირველად ეს შეკიხთვა თავს სტუდენტობის ასაკში დავუსვი. ამ პერიოდში უკვე მართლმადიდებელი მაზიარებელი ვიყავი და

ნინო ბაციაშვილი, 30 წლის, ბათუმი/თბილისი

„ჭადრაკის თამაში მამამ მასწავლა. ოთხი და-ძმა ვართ. 5 წლის ასაკში ყველას ვუგებდი სახლში, რის შემდეგაც საჭადრაკო კლუბში მიმიყვანეს. 2004 წელს კი, შესაბამისი ქულებისა და რეიტინგის შემდეგ, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი გავხდი. 2008 წელს - საერთაშორისო დიდოსტატი. ამ დროს 21 წლის ვიყავი, რაც ჭადრაკისთვის მაინცდამაინც პატარა ასაკი

თამთა აბუსელიძე, 27 წლის, ბათუმი/თბილისი

„„ქალის მოტაცება“ - ასე ვიცოდი 9 წლის წინ. მერე ჩავანაცვლე სიტყვებით „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა“ ჯერ საკუთარ მაგალითზე, მერე უკვე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე. იქამდე არ მისწავლია, სოფელში სანამ ვცხოვრობდი მოტაცების ამბები უამრავჯერ მსმენია, ცხადია არასოდეს ჩამითვლია, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ კანონდარღვევა და

ნათია ლაბაძე, 24 წლის, ბათუმი

„2015 წლის 18 ივლისს, 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოვართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც მითხრა „კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე. მშვიდობიან ცურვას გისურვებ“ „ჩემს ოჯახში ყველა მეზღვაურია. მამაც და ძმაც. ბიძებიც. თუმცა მემედ აბაშიძის გემის დაღუპვას ჩინეთის ზღვაში, ბიძების სიცოცხლე შეეწირა.