თაკო სალდაძე, 25 წლის, ქუთაისი/მინსკი
„ბელორუსიაში სწავლისას, ჩემი ხელმძღვანელი შემპირდა, რომ ერთ-ერთ დიდ ოპერაციაზე მეორე თანაშემწედ წამიყვანდა. როდესაც საოპერაციოში შევედით, სრულიად მომზადებული, ოპერატორმა შემომხედა და თქვა, რომ ქალს ვერ დაასწრებდა ოპერაციაზე, რადგან ოპერაციის სირთულიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. ოპერაციის დაწყების წინ, მომხსნეს და ჩემი კანდიდატურა იმავე რანგის