ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი, 72 წლის, ერედვი-კოდა
დედით ქართველი ოსი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მე საქართველოში დავიბადე და ცხინვალი საქართველოა. დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა და მის გარეშე გავიზარდე. საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი, თან კარგად ვმღეროდი და სკოლამ გორის მუსიკალურ სასწავლებელში მომაწყო. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ანსამბლში მღეროდა. მე კიდევ სიმღერის