სოფლად მცხოვრები ქალები – ფერმერი ქალები და ქალები ბიზნესში

დაკა ბერძენიშვილი, 52 წლის, ხიდისთავი/გურია

დაბრუნება ------------------ მე გურიაში, ჩოხატაურში დავიბადე, სკოლაც აქ დავამთავრე და ქუთაისში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ისევ აქ ჩამოვედი. ისე მოხდა, რომ 90-იან წლებში თბილისში გადავედი სამუშაოდ და 15 წელზე მეტი ვცხოვრობდი იქ. ეს მეუღლის ოჯახის სახლია, აქ ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოვდიოდით. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი რაიონში მაქვს გატარებული

თინა სეფერთელაძე – ჩიგოგიძე, 90 წლის, გურიის სოფ. ინტაბუეთი

მამა, დედა და ორი და ------------------------------ „მე ბათუმში დევიბადე. მამა მუშაობდა და ჩვენც იქინე ვცხოვრობდით. ოცდაჩვიდმეტ წელში მამაჩემი დეიჭირეს და გადაასახლეს. მე ხუთი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს როგორ წეიყვანეს. ჩემი მამა მონადირე კაცი იყო და ორპირი თოფი ქონდა შემოდობილი ლეიბს ქვეშ. სტაცეს ხელი, იი თოფიც წეიღეს

ლილი სეთურიძე, 70 წლის, გუდაური

88 წელი იყო. ფასანაურში ვცხოვრობდი ქმარ-შვილთან ერთად. საღამო ხანი იყო, ზვავი რომ წამოვიდა და ჩაგვიტანა. მაშინ 40 წლის ვიყავი. ცოცხალ-მკვდარი გამომიყვანეს იქიდან. 4 წლის მომავალი მარჩენალი ვაჟი და ქმარი დამეღუპა. 2 გოგო დამრჩა, პატარა ასაკის. მაშინდელმა მთავრობის წევრებმა რომ დაინახეს ჩემი დაღუპული შვილი, ცრემლები წამოუვიდათ,

ირინა ხელისუფალი, 47 წლის, წაღვერი

“წაღვერის სკოლის დირექტორი 3 წელია გავხდი, მანამდე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მაქვს ლიდერობის უნარი და გადავწყვიტე ჩემი თავი ამ სფეროში მომესინჯა, დავიწყე მეცადინეობა, ჯერ სასერთიფიკაციო მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე, გავხდი უფროსი მასწავლებელი. მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო, რომ

ნათია ფურცელაძე, 30 წლის, ბაღდათი

ოცნება მასწავლებლობაზე ------------------------------------------------- "იმერეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი. ჩემი მეგობრებისა და ჩემს იმდროინდელ აზროვნებას როცა ვიხსენებ, მიკვირს, როგორ ვაზროვნებდით ისე პროგრესულად მაშინ. ბუნებრივია, ოჯახის როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს სასკოლო გარემოს. მეგობრებსაც გვისაუბრია ამ თემებზე და ასე დავასკვენით, რომ ჩვენ ბევრს ვკითხულობდით, მათ შორის -

მაია ბიძინაშვილი, 54 წლის, ნუკრიანი

"უცხო“ ---------------------- "მე სხვა სოფლიდან მოვედი ნუკრიანში, როგორც რძალი და არსებულ ურთიერთობებში დიდი კულტურული განსხვავება იყო ჩემთვის. ვხედავდი, რომ უბანი ჩაკეტილი იყო და ერთმანეთთან არ მიდი-მოდიოდნენ ისე, როგორც ჩემს სოფელში. თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი, რადგან, თან მაშინ აღმოჩნდა, რომ ე.წ. „ახალი თაობის რძლებიდან“ უბანში პირველი ვიყავი. ამიტომ,

ხათუნა ინასარიძე, 46 წლის, სოფელი ტიმოთესუბანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

„სულ თავიდან ბოსტნეული მომყავდა. ყველაფერი ასე დაიწყო, ჩვეულებრივ. საკუთარი მოხმარებისთვისაც ვშრომობ და ზაფხულში, როცა ბევრი დამსვენებელია, სავაჭროდაც. ძალიან კარგადაც ვყიდი. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მომყავს, არანაირ ქიმიურ წამლებს არ ვხმარობ. სალათები, კიტრი, არაჩვეულებრივი მწვანილი. ჩვენ მცირემიწიან ადგილას ვცხოვრობთ და მოსავალიც ცოტა მოდის, ამიტომ მირჩევნია ნაკელით გავანოყიერო.

ლილი მურთაზაშვილი, 76 წლის, სოფელი ქვემო ალვანი

„ჩვენაცამ ნუ გვისწავლავავ ეს საქმეივ“ --------------------------------------------------- „ჴეტოლას“ეძახდნენ იმ ქალს თუშეთში, ვისაც ხელსაქმე არ ეხერხებოდა. ასეთი ქალი ვერც გათხოვდებოდა იმ დროს. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე, ძირითადად, ქალის ხელით კეთდებოდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ ცხენის აღკაზმულობა. წარმოება ჯერ ისე არ იყო განვითარებული, რომ ყველაფრის ყიდვა შესძლებოდათ და თან

როზა ჩაჩანიძე, 33 წლის, კურორტი ცემი

„დედაჩემი ყოველთვის იმაზე მეტს მავალებდა, ვიდრე შეიძლებოდა ბავშვს გაეკეთებინა. ჩვენთან შრომა იყო პრიორიტეტი. დედაჩემს ყანაშიც ვეხმარებოდი ხოლმე და ძროხების მოვლაშიც. ახლაც არ მაქვს პრობლემა, ახლაც შემიძლია ამ საქმის კეთება. ჩემთვის არავითარი საქმე არ არის სათაკილო. ნომრებსაც ვალაგებ, თუ დამჭირდება, ეზოსაც დავგვი და ქუჩასაც. არასოდეს არ