ნოემბერი 11, 2016 In თემები, იმერეთი, კ-პ, რეგიონები, სხვადასხვა ბრძოლები
ნატალი პატარიძე, 29 წლის, ქუთაისი
ბილოგიური სქესი ჩვენს კულტურაში ქალისთვის უამრავ ბარიერს ქმნის. ეს ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი - ჩემი ნაადრევი ქორწინებიდან დაწყებული ჩემს კარიერულ წინსვლამდე დასრულებული, ყველაგან მიწევდა საკუთარი „ადამიანობის“, თანასწორი სტატუსის დამტკიცება და თავის დამკვიდრება. 16 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. შემდეგ 2 გოგონა შემეძინა.