შშმ ქალები და მათი აგენტობა

რუსა ჩხაიძე, 29 წლის, ბათუმი

"15 წლის ასაკში გავიკეთე ფეხის ამპუტაცია. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ, ალბათ, ბავშვურად ბოლომდე გაუცნობიერებელი. ამიტომ, ძალიან სწრაფად გაიარა ამ რთულმა პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში. 16 წლის ასაკში გავიკეთე დამხმარე საშუალება ე.წ. „პროტეზი“. ძალიან კარგად მოვირგე და მალე შევეგუე ამ უცხო სხეულს, რამაც მეტი საშუალება მომცა

ოლღა კალინა, 33 წლის, რუსთავი

"დავიწყებ იქიდან, რომ მაქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ეს დიაგნოზი მივიღე 21 წლის ასაკში, როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში. სულ მინდოდა მეცნიერული კარიერა, ბიოლოგია მაინტერესებდა. დამატებით ლაბორატორიაშიც დავდიოდი, როცა ბაკალავრიატში ვსწავლობდი იმისათვის, რომ მიმეღო შანსები კარიერის გასაგრძელებლად. იმ დროს ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური არ იყო, ანუ 90-იანი წლები იყო,

მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„მე ვარ მარიამ მიქიაშვილი, 28 წლის. მყავს ერთი შვილი, რომელიც ერთი წლის ხდება მალე და მეუღლე. ვცხოვრობ თბილისში და განათლებით ვარ სპეციალური პედაგოგი. ნორვეგიაში ვსწავლობდი სპეციალური პედაგოგის სპეციალობას. მანამდე ბაკალავრი დავამთავრე, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თსუ-ში. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის სწავლა უნივერსიტეტში თბილისში და მერე იმიტომაც

იზოლდა მაჭავარიანი, 59 წლის, თელავი

„სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან მინდოდა სტომატოლოგიურ ტექნიკუმში ჩაბარება, მაგრამ სასწავლებელი არ იყო ადაპტირებული ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის საქართველოში. რუსეთში იყო, მე უკვე გათხოვილი ვიყავი და იქ სასწავლებლად ვერ წავედი. შემდეგ ჭრა-კერვა ვისწავლე და შემეძლო ყრუთა სკოლაში ეს მესწავლებინა, მაგრამ მასწავლებლები ამ სკოლაშიც სმენიანები იყვნენ და

ესმა გუმბერიძე, 22 წლის, თბილისი

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. მე რომ ისეთი ოჯახი არ მყოლოდა, როგორიც მყავს, მართლაც პრობლემური შეიძლებოდა გამხდარიყო ჩემი უნივერსიტეტში სწავლა. ჩვენ ქუთაისიდან ვართ და ჩემი ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, როდესაც მე სკოლაში უნდა მივსულიყავი. თავიდან მარტო ქართული ენის სახელმძღვანელო გვქონდა ბრაილით. დანარჩენს ყველაფერს დედაჩემი

თამთა კურცხალიძე, 28 წლის, ბათუმი

"ოჯახიდან არასოდეს ვყოფილვარ შეზღუდული ან სახლში გამოკეტილი. პირიქით, როგორც კი ავიდგი ფეხი და გარეთ გამოვედი, მას მერე სულ გარეთ ვარ. მაგრამ, სამსახურთან დაკავშირებით კი მქონია პრობლემები. მთელი ბათუმის მასშტაბით, ერთი წლის განმავლობაში ვაგზავნიდი სამსახურზე განაცხადებებს და თითქმის ყველგან მაქვს გაგზავნილი. გასაუბრებაზე პირდაპირ მეკითხებოდნენ, შევძლებდი თუ

მაია რაზმაძე, 43 წლის, თელავი

„თელავში დავიბადე. მამა იყო ყრუ და დედა სმენა დაქვეითბული. მყავდა ბებია, საკმაოდ განათლებული ქალი, რომელმაც გამზარდა და მომცა სხვადასხვა უნარი, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავი იმ გარემოში. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი იყო, სადაც კიდევ უფრო იჩაგრებოდნენ ეს ადამიანები და 80% მეტს ჰქონდა ადაპტაციის პრობლემა. ჩვენთვის კარგი

ივეტა წითაშვილი, 42 წლის, ზუგდიდი

“ვფიქრობ, სიცოცხლის უფლების შემდეგ, არჩევანის უფლება ყველაზე მთავარი უფლებაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ ირჩევენ სად მიიღონ განათლება, სად იმუშაონ, სად წავიდნენ და დაისვენონ და ა.შ. სახელმწიფო (ან საზოგადოება) მიუთითებს მათ კონკრეტულ ადგილებზე, რადგან სხვა ადგილები მათთვის შეუღწევადი და დახურულია. ისინი აღიქმებიან უუნაროებად და არა