ქრისტინე ქუთათელაძე, 30 წლის, წყალტუბო, იმერეთი
''ტექნოლოგიები ბავშვობიდან მაინტერესებდა. მერვე კლასში ვიყავი, როცა ჩემს ორ მეგობართან ერთად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საოფისე პროგრამების შესწავლის უფასო კურსზე ჩავეწერე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა მეგობრებმა სწავლა პირველივე თვეს მიატოვეს და მარტო დავრჩი, კურსი მაინც ბოლომდე მივიყვანე. პროფესიაც ამას დავუკავშირე და ისეთ ფაკულტეტზე ჩავაბარე, კომპიუტერი და