აჭარა

მანანა ბოლქვაძე, 31 წლის, ბათუმი/წალკა

„ყოველ დილით, სანამ სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად წავალ, ზღვის სანაპიროზე ვჯდები, ვაკვირდები ტალღების მოძრაობას და ვფიქრობ იმ ოცნებეზე, რომლებიც ავიხდინე და იმაზეც, რომელსაც მომავალში აუცილებლად ავისრულებ.“ „13 წლის დამნიშნეს“ „ჩვენი ოჯახი ხულოდან მეწყერის შედეგად მოხვდა წალკაში. დღე არ გავიდოდა „მაჭანკალი“ რომ არ მოსულიყო ჩვენთან სახლში, ჩემი ხელის სათხოვნელად.

ხათუნა სამნიძე, 38 წლის, ბათუმი/თბილისი

„ეს ის შემთხვევაა, როცა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას კი არ იღებ, არამედ ისეთი ვითარებაა, რომ ხვდები, რასაც აკეთებ, გინდა მომავალშიც აკეთო, პოლიტიკა ქვია. ვსწავლობდი გერმანიაში, უკვე იმ ეტაპზე ვიყავი, როცა ბავშვიც თან წავიყვანე (2 წლამდე ბებიასთან იზრდებოდა ბათუმში), სამსახურიც ნაპოვნი მქონდა. და ამ დროს, საქართველოში მოხდა ე.წ.

ნაცო ბერიძე-გაბაიძე, 33 წლის, ბათუმი

"გვარი --------- ჩემს თავზე საუბარი მინდა დავიწყო იმის აღნიშნვით, რომ ფემინისტი ვარ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემს თავს ფემინისტად ვაიდენტიფიცირებ, რაზეც, ალბათ, ჩემი გვარიც მეტყველებს - ჩემი და გარდაცვლილი ქმრის გვარი ჩემს ფემინისტობასთან ერთად ზუსტად იმ ევოლუციას ასახავს, რაც გავიარე. ბევრჯერ უკითხავთ, განსაკუთრებით ბოლო დროს, შევიცვლი

ნათია (ფრიდა) ბოლქვაძე, 36 წლის, ბათუმი

„რაკუშკებიან კაფეში ვარ, ფრიდასთან“ - ასე უთხრა ტელეფონში ერთმა ჩვენმა კლიენტმა მეგობარს. მას მერე კაფეს „რაკუშკები“ დაერქვა, მე - ფრიდა. ჩემი ხელით მოხატული და გაფორმებული კაფის ფერები - ყვითელი, ცისფერი და თეთრი ფერები - მექსიკურია. ჩემი ნაწნავები და თმაში გაბნეული ყვავილები - ფრიდასეული. ამით გაითვქა

თამთა კახაბერიძე, 18 წლის, სოფელი კირნათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

„პატარაობაში, სკოლის ასაკამდეც, ჩემი გარეგნობის გამო (ღია, გრძელი, ხვეული თმა მქონდა) ყოველთვის რეაქციები იყო ჩემზე „ვაიმე, რა საყვარელია, ბარბის თოჯინას ჰგავს

ქეთი ჯიშკარიანი, 18 წლის, ბათუმი

„მამაჩემი მხატვარი იყო. ცოტა ძნელია ამ პროფესიის ადამიანისთვის სამსახურის პოვნა. დედა მუშაობდა, ამიტომაც დღის უმეტეს ნაწილს მამასთან ვატარებდით მე და ჩემი პატარა და ლიკა. რო გეკითხა რომელი უფრო გიყვარდა შოკოლადი თუ მამაო , რათქმაუნდა მამას ავირჩევდით. მამა ჩვენთვის ყველაფერი იყო. მამა, კისერზე შემოსმული ლიკა და

თამთა ბერიძე, 19 წლის, ბათუმი

„წელს ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე და თბილისში წამოვედი სასწავლებლად. ბოლო კლასებში ბათუმში სწავლისას, დავუკავშირდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიცაა ბათუმის ახალგაზრდული სახლი, ლიდერთა კლუბი, თავისუფლების ცენტრი და მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ჩემი პროტესტი ყოველთვის უკავშირდებოდა სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემის უუნარობას. სამწუხაროდ, სამოქალაქო განათლების საგანს არ შეუძლია ახალგაზრდებს ბევრი რამ ასწავლოს

რუსა ჩხაიძე, 29 წლის, ბათუმი

"15 წლის ასაკში გავიკეთე ფეხის ამპუტაცია. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ჩემთვის, მაგრამ, ალბათ, ბავშვურად ბოლომდე გაუცნობიერებელი. ამიტომ, ძალიან სწრაფად გაიარა ამ რთულმა პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში. 16 წლის ასაკში გავიკეთე დამხმარე საშუალება ე.წ. „პროტეზი“. ძალიან კარგად მოვირგე და მალე შევეგუე ამ უცხო სხეულს, რამაც მეტი საშუალება მომცა