კახეთი

გვანცა გაბუნია, 33 წლის, თემი ქედელი/სიღნაღი

„ჩემი ცხოვრება იყო ღამის სიბნელე“ -------------------------------------------------------------------- „გადმოცემით ვიცი, დაბადებისთანავე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვეს, სადაც 4 წლამდე ვიზრდებოდი. ამ პერიოდიდან იწყება საკუთარი მეხსიერება. 4 წლის ასაკში სენაკის ბავშვთა თავშესაფარში გადამანაწილეს და აქ დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთიც. ამ პერიოდის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ იმიტომ რომ აღარ დაუშვას ქვეყანამ...

0

ირინა მიქაძე, 43 წლის, გურჯაანი

(ირინა და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში) "წარმოშობით სენაკელი ვარ, იქ დავიბადე. 13-14 წლის ვიყავი დედ-მამა რომ მომიკვდა და ნათესავის სახლში წავედი, მაგრამ მათ არ ვუნდოდი და ქუჩაში დამტოვეს. იქ პატრულმა მიპოვნა, ქუჩაში ფულს რომ ვთხოულობდ და თბილისში ბავშვთა სახლში წამიყვანეს....

0

იდა ბახტურიძე, 32 წლის, ახმეტა

იდა ამ პლატფორმის ერთ-ერთი ავტორია. ჩვენ ვიწერთ და გიყვებით, არამხოლოდ, სხვა ქალების გამოცდილებებს, არამედ ჩვენსასაც. გვინდა უფრო ახლოს იცნობდეთ იმ ადამიანებს, ვისაც ანდობთ თქვენს სათქმელს. ბლოგი პირველად გამოქვეყნდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ვებგვერდზე: http://www.feminism-boell.org/…/chemi-cili-brazi-peministob… და facebook გვერდზე: https://www.facebook.com/50womenfromGeorgia/posts/849237825257537?pnref=story "ჩემი წილი ბრაზი ფემინისტობამდე ------------------------------------------------- ფემინისტებს ხშირად გვამუნათებენ, რომ ვართ „გაბრაზებული...

0

თამარ ბითაევი, 48 წლის, გურჯაანი

(თამარი ცხოვრობს ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში) "ტყუპები დავიბადეთ, მაგრამ ჩემი ტყუპისცალი გარდაიცვალა, დედამ სამშობიაროში დაგვტოვა და მე ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს...

0

ნათია ბერძენიშვილი, 36 წლის, გურჯაანი

(ნათია და მისი მეუღლე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელს-ის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში.) "ჩემი ბავშვობა -------------------- მე კარგად მახსოვს ჩემი მშობლებიც, და-ძმაც...

0

სვეტლანა ნინიკელაშვილი, 70 წლის, თელავი

(„ქალები საქართველოდან“- ის რესპონდენტის, ნათია ნინიკელაშვილის დედა) სიმარტოვე --------------- „ნათიას გაჩენა რომ გადავწყვიტე, 38 წლის ვიყავი. შეყვარებულმა ქალმა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება შეეძლო, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით მივიღე ეს გადაწყვეტილება - უმამოდ გამეჩინა ნათია. ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიძაშვილს მოვუყევი. ჩემს ბიძაშვილს დაუოჯახებელი მული ყავდა, რომელიც თავის დროზე მშობლების მოთხოვნის წინააღმდეგ...

0

ლალი ხანდოლიშვილი, 51, სიღნაღი

მახსოვს ის განცდა, გამთენიისას, სიღნაღის ტაძრიდან, დილის წირვისას სახლში რომ ვბრუნდებოდი, როგორი ამაყი და ქედმაღალი ვიყავი, რომ სოფელს ეძინა, მე კიდევ, “ვიშ ნაღვაწი, ნაამაგარი, სხვებისთვის მლოცველი მოვდიოდი...

0

ნატალი გაფრინდაული, 16 წლის, ქვემო ალვანი

„ხშირად მესმის, რომ ახალგაზრდობა ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, რადგან შეცდომების დაშვება ყველაზე მეტად ამ დროს არის მიღებული. ჩვენ ხომ მათ ხარჯზე ვსწავლობთ და ვყალიბდებით პიროვნებებად. შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი, ოცნებები მიზნებად ვაქციოთ და შევიქმნათ სასურველი მომავალი. თუმცა, ჩემი აზრით, ახალგაზრდობა რთული უფროა, ვიდრე კარგი, რომელსაც პატარა ასაკთან ერთად...

0

მარიამ ქებაძე, 14 წლის, პანკისის ხეობა

"7 თვე იქნება, დაახლოებით, პანკისში რაც ვცხოვრობ. ორწლინხევრის ვიყავი დედა და მამა რომ დაცილდნენ ერთმანეთს და ვცხოვრობდი მამასთან ყვარელში. რამდენიმე წელი დედა არც კი მყავდა ნანახი, ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო მშობლებს შორის. ბევრი სასამართლო შედგა, რომ დედასთან ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. რთული იყო ეს...

0