კახეთი

ლინდა გუნაშაშვილი, 18 წლის, პანკისი

„ჩეჩნეთში დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი და. ძალიან პატარები ვიყავით, იქ ომმა რომ მოგვისწრო და სხვა ლტოლვილებთან ერთად საქართველოში გადმოგვიყვანეს მშობლებმა. მას მერე პანკისის ხეობაში ვცხოვრობთ დედასთან ერთად და ახლა უკვე 6 დედ-მამიშვილი ვართ. მამა უკრაინაში არის სამუშაოდ წასული და იქიდან გვეხმარება. ჩვენი აღმსარებლობა ისლამია. ამ...

0

მაკა მოსიაშვილი, თელავი

„ყველაზე მეტად რისი გახსენებაც არ მინდა, ჩემი პატიმრობის პერიოდია. ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ვისაუბრე და ამოვწურე ეს თემა, მაგრამ როდესაც ჩემი ისტორიის მოყოლა მიწევს, მაინც მიხდება იმ პერიოდის მოგონება. საპატიმროში რომ მოვხვდი, გარეთ სამი მცირეწლოვანი შვილი დავტოვე...

0

დალი ვეშაგურიძე, 52 წლის, ზემო ალვანი

„ზემო ალვანის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი ჯერ ბუღალტრად და დღემდე მატერიალურ-ტექნიკურ მომმარაგებლად. სწორედ იმ დროს, როცა პედაგოგები 2-3 საათზე ამთავრებენ სამუშაოს, ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანებს საღამოს 5 საათამდე გვიწევს სკოლაში ყოფნა. სადილიც იქ უნდა მივირთვათ. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ სადილზე თინას, ჩვენს თანამშრომელს, მოჰქონდა თავისი მოწეული უგემრიელესი პომიდორი,...

0

ნინო მარხვაიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი

“მათემატიკაა ჩემი საყვარელი საგანი, საკმაოდ ძლიერი ვარ ტექნიკურ საგნებში, მაგრამ, ალბათ თქვენც გაგეცინებათ, უცხო ენებზე ვაპირებ ჩაბარებას. თავდაპირველად ბიზნეს ადმინისტრირების განხრით მინდოდა წავსულიყავი, ეკონომიკა მაინტერესებს, მაგრამ სკოლაშიც მასწავლებლებმა და ოჯახის ახლობლებმაც დამაჯერეს, რომ რადგან გოგო ვარ, დიდი კონკურენციის პირობებში აღმოვჩნდები და ამ განხრით დასაქმება გამიჭირდება....

0

გულიკო ხანგოშვილი, 56 წლის, პანკისი

„ქისტი ვარ. პანკისის ხეობაში გავიზარდე და აქვე დავამთავრე 8 წლიანი სკოლა. რადგან სამედიცინოზე ჩაბარება მინდოდა, თბილისში წავედი და 10 კლასი იქ დავამთავრე ოქროს მედალზე. მაშინ სამედიცინოზე ოქროსმედალოსნებს მარტო ერთი გამოცდა უნდა ჩაებარებინათ. ფიზიკა ავირჩიე, მაგრამ ოთხიანი მივიღე. ჩავიჭერი. მეორე წელს მომიწია გათხოვება, მთელი 2 წელი...

0

ელენე ლუხუტაშვილი, 88 წლის, თელავი

„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად - სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ...

0

ნუნუ ბერია, 80 წლის, თელავი

"ბავშვობიდანვე მიყვარდა თოჯინების კეთება. მე ზესტაფონელი ვარ, არდადეგებზე ვისვენებდით ხოლმე სოფელში და იქ სიმინდის ღეროსაგან დავიწყე თოჯინების გაკეთება, კაბებს ვუკერავდით და ასე ვერთობოდით. მაშინ არ იყო არც ტელევიზია, არც რადიო და რაღაცით ხომ უნდა გავრთობილიყავით?! მერე უკვე სწავლა რომ დაიწყო და უკვე დიდი გავხდი, ამას...

0

ციცინო გაურგაშვილი, 49 წლის, პანკისის ხეობა

„დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, პანკისის ხეობაში. თუმცა მერე, 4 წელი ჯერ რუსეთში ვსწავლობდი და მერე უმაღლესი ჩეჩენ-ინგუშეთში დავამთავრე. ჩემი მომავალი ქმარიც იქ გავიცანი. უკვე დაძაბული პერიოდი იყო ჩეჩნეთში, 93 წელი იდგა. ჩემი ქმარი ჯოჰარ დუდაევის ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. მაშინ უკვე პირველი შვილი შეგვეძინა....

0