კახეთი

ვენერა მარტყოფლიშვილი, 63 წლის, გარდაბანი

"14 წლის გავთხოვდი, რომ იტყვიან, სიყვარულით. არ ვიცი რა ჭკუაზე ვიყავი, 8 კლასიც არ მქონდა დამთავრებული მაშინ...

0

ნათია ნინიკელაშვილი, 35 წლის, თელავი/თბილისი

„სულ მქონდა იმის განცდა, რომ „არავისშვილი“ ვიყავი. თელავში დავიბადე 1981 წელს. დავიბადე უმამოდ. იმ პერიოდში, მე როცა გავჩნდი, მამას სხვა ოჯახი ყავდა და დედა ჩემი მუცლად ყოფნის პერიოდში მიატოვა. წარმოგიდგენიათ, დედამ ეს ნაბიჯი რა პერიოდში გადადგა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვი გააჩინა. რამხელა სითამამე იყო ეს...

0

ნანა გარჯიკაული, 53 წლის, თელავი

"მე დედისერთა ვარ თვითონ და ძალიან მაკლდა, რომ დედმამიშვილები არ მყავდა. ამიტომ ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, არანაკლებ სამისა. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოება ფიქრობს, ბიჭი აუცილებლად უნდა გყავდეს, მეტყოდნენ ხოლმე - „აა, ბიჭის გამო გააჩინე?“. მართლა შეურაცხმყოფელი იყო და ძალიან ვბრაზდებოდი ხოლმე ამაზე. რაც შეეხება ოჯახში...

0

ლეილა ბექაური, 62 წლის, პანკისის ხეობა

„პროფესიით ფილოლოგი ვარ, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი სკოლაშიც და დუისის საგანმანათლებლო ცენტრშიც. მე არ ვიცი, რამდენად საინტერესოა ჩემი ნაამბობი თქვენთვის, მაგრამ რადგან პედაგოგი ვარ და სკოლასთან მაქვს შეხება, პანკისის ხეობის ახალგაზრდების პრობლემებზე მინდა საუბარი. თითქმის 10 წელია ბავშვებს ვამზადებ და ხეობის ყველა აბიუტურენტთან მქონია...

0

ანგელინა სოზაშვილი, 87 წლის რუსთავის მოხუცებულთა სახლი

„ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს მეც და ჩემს გარშემომყოფებს, იმიტომ რომ ახალ წლებზე ბევრი სტუმარი მოდის ჩვენს სახლში. მოდიან სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, მუსიკალური სასწავლებლებიდან და გვიმართავენ კონცერტებს, მოაქვთ საჩუქრები. იცით რა? აი, ღირსება გვემატება, რომ არ ვართ დაკარგულები და დავიწყებულები. თქვენც ხომ მაგიტომ მოხვედით ჩვენთან, რომ...

0

ნინო მაისურაძე, თელავი

"მის დაბადებამდე ვეწეოდი ჩვეულებრივ საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას - ვმუშაობდი თელავის საბავშვო ბიბლიოთეკაში, მქონდა უბანში მაღაზია, ტელეფონზე სალაპარაკო პუნქტები და ასე ვთქვათ, ჩვენ არ გვიჭირდა იმ პერიოდში, როცა ხალხს ძალიან უჭირდა თავის რჩენა. ყველაფერს დავანებე თავი იმის გამო, რომ ჩემს შვილს აქვს ჯანმრთელობის მხრივ დიდი პრობლემა....

0

ქეთი მოურავიძე, 16 წლის, ქვემო ალვანი

თითქმის ჩვიდმეტი წელია ქვემო ალვანში ვცხოვრობ, სოფელში, სადაც ქალს, ნამდვილად არ უწყობენ ხელს პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. ეს იგრძნობა ყველგან, ყველა სფეროში, ყველა საკითხში, ხალხის სტერეოტიპულ აზროვნებაში, დამოკიდებულებაში ქალის როლსა და შესაძლებლობებზე, კულტურაში, მუსიკაში...

0