თიკუნა ბეკოშვილი, 29 წლის, თეთრიწყარო
თეთრიწყაროში დავიბადე და სკოლაც აქვე დავამთავრე. ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ შემთხვევით გოდერძი ჩოხელი წავიკითხე, რომელიც ჩემთან იმდენად ახლოს მოვიდა, რომ თვითონ ამ ადამიანითა და იმით დავინტერესდი, რამე თუ იყო მასზე გადაღებული - რეპორტაჟი, სიუჟეტი ან დოკუმენტური ფილმი. აღმოჩნდა, რომ არაფერი არსებობდა. გოდერძი მაშინ ცოცხალი იყო...