თემები

ეთერი კოზინა, 40 წლის, თბილისი/გორი

მამა და თავისუფლება „არასდროს მომწონდა გოგოების სათამაშოები. ჩემი პირველი საჩუქარი სათამაშო მანქანა და თოფი იყო. ძირითადად მამაჩემს მოჰქონდა. მამას ჩემი ბიჭური ხასიათი და თვისებები მოსწონდა და ამით აღფრთოვანებულიც კი იყო. მე ფეხბურთიც მიტაცებდა და ჩემს უფროს ძმაზე უკეთესად ვთამაშობდი კიდეც. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მამაჩემი მზრდიდა

თინა სეფერთელაძე – ჩიგოგიძე, 90 წლის, გურიის სოფ. ინტაბუეთი

მამა, დედა და ორი და ------------------------------ „მე ბათუმში დევიბადე. მამა მუშაობდა და ჩვენც იქინე ვცხოვრობდით. ოცდაჩვიდმეტ წელში მამაჩემი დეიჭირეს და გადაასახლეს. მე ხუთი წლის ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს როგორ წეიყვანეს. ჩემი მამა მონადირე კაცი იყო და ორპირი თოფი ქონდა შემოდობილი ლეიბს ქვეშ. სტაცეს ხელი, იი თოფიც წეიღეს

ნატალია ბერიძე, 39 წლის, თბილისი

მუსიკის გზაზე „პროფესიით მუსიკოსი ვარ, თუმცა მუსიკალური განათლება არასდროს მიმიღია. მახსენდება სულ რაღაც 2-3 წელი, როცა მუსიკალურ ათწლედში დავდიოდი და ძალიან ვწვალობდი. სამაგისტრო განათლება ჟურნალისტიკასა და საჯარო ადმინისტრირებაში მაქვს მიღებული, თუმცა ამ კუთხით არასდროს მიმუშავია. მუსიკასთან მთელი ცხოვრება მაქვს შეხება, უბრალოდ არაფორმალურად. ყველა მელომანი იყო ოჯახში. მამა,

ანა ქარსელაძე, 31 წლის, რუსთავი

„მე ვარ ანა ქარსელაძე, ვმუშაობ რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, სულ მინდოდა ცხოვრებაში, რაღაც ისეთი მეკეთებინა, რაც ჩემი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის იქნებოდა სარგებლის მომტანი. ბავშვობიდან პატრიოტული სულისკვეთება მქონდა ამიტომ, ან ჯარში მინდოდა მემსახურა და ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვყოფილიყავი

რუსუდან ჭელიძე, 80 წლის, ზემო ბახვი, გურია

რეპრესირებული ბავშვობა ---------------------------------- "ბავშვობა არც ეთქმის იმას, რაც მე მქონდა. ორი და ვიყავით მარტონი, მეტი ქვეყანაზე არავინ გვყავდა

ლილი სეთურიძე, 70 წლის, გუდაური

88 წელი იყო. ფასანაურში ვცხოვრობდი ქმარ-შვილთან ერთად. საღამო ხანი იყო, ზვავი რომ წამოვიდა და ჩაგვიტანა. მაშინ 40 წლის ვიყავი. ცოცხალ-მკვდარი გამომიყვანეს იქიდან. 4 წლის მომავალი მარჩენალი ვაჟი და ქმარი დამეღუპა. 2 გოგო დამრჩა, პატარა ასაკის. მაშინდელმა მთავრობის წევრებმა რომ დაინახეს ჩემი დაღუპული შვილი, ცრემლები წამოუვიდათ,

ნიცა თვაური, 15 წლის, თბილისი

სპორტი „იმის გარდა, რომ სკოლის მოსწავლე ვარ, სპორტით ვარ დაკავებული, კერძოდ კი მეკლდეურობით. მეკლდეურობა არის ცოცვა ხელოვნურად გაკეთებულ კედელზე, რომელზეც სხვადასხვანაირი ხელმოსაჭიდებია დამაგრებული და ისინი განლაგებულია სირთულის მიხედვით. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის კლდეზე ცოცვა. ახლაც ვცოცავთ ნამდვილ კლდეებზე, მაგრამ რახან თბილისში ამის დიდი შესაძლებლობა არ

ანა ჯაფარიძე, 15 წლის, გორი

სკოლა ------------- "გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეცხრე კლასში ვსწავლობ. სკოლას რომ შევხედოთ სხვადასხვა მხრიდან, ბევრ დადებითს და უარყოფითს აღმოვაჩენთ. დავიწყებ იქიდან, რომ სკოლა ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი საშუალებაა ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის და აღზრდისთვის, რადგან ჩვენი ცხოვრების და ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილს სკოლაში ვატარებთ. ასე ვთქვათ, იქ ვანსხვავებთ შავს

გვანცა ლაღიძე, 32 წლის, თბილისი

ჩემი დიაგნოზი „ 2011 წელს მკერდის ავთვისებიანი, სწრაფადპროგრესირებადი სიმსივნე, მესამე სტადიაში დამიდგინეს. მაშინ 27 წლის ვიყავი. ჩემი სამსახიობო კარიერიდან გამომდინარე, ინტენსიური გადაღებები დამეწყო. გადაღებებისთვის სხეულის რუჯით დაფერვა დამჭირდა და რამდენჯერმე ვესტუმრე სოლარიუმს. ერთ-ერთი სეანსის შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდი და კაბა გავიხადე, მკერდზე თხილისოდენა სიმაგრე შევნიშნე. ცხადია