ნადია აჭიშვილი, 70 წლის, ჯოყოლო (პანკისის ხეობა)
"განათლებას მე სად მივიღებდი
"განათლებას მე სად მივიღებდი
"მის დაბადებამდე ვეწეოდი ჩვეულებრივ საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას - ვმუშაობდი თელავის საბავშვო ბიბლიოთეკაში, მქონდა უბანში მაღაზია, ტელეფონზე სალაპარაკო პუნქტები და ასე ვთქვათ, ჩვენ არ გვიჭირდა იმ პერიოდში, როცა ხალხს ძალიან უჭირდა თავის რჩენა. ყველაფერს დავანებე თავი იმის გამო, რომ ჩემს შვილს აქვს ჯანმრთელობის მხრივ დიდი პრობლემა.
თითქმის ჩვიდმეტი წელია ქვემო ალვანში ვცხოვრობ, სოფელში, სადაც ქალს, ნამდვილად არ უწყობენ ხელს პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. ეს იგრძნობა ყველგან, ყველა სფეროში, ყველა საკითხში, ხალხის სტერეოტიპულ აზროვნებაში, დამოკიდებულებაში ქალის როლსა და შესაძლებლობებზე, კულტურაში, მუსიკაში
„ჩეჩნეთში დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი და. ძალიან პატარები ვიყავით, იქ ომმა რომ მოგვისწრო და სხვა ლტოლვილებთან ერთად საქართველოში გადმოგვიყვანეს მშობლებმა. მას მერე პანკისის ხეობაში ვცხოვრობთ დედასთან ერთად და ახლა უკვე 6 დედ-მამიშვილი ვართ. მამა უკრაინაში არის სამუშაოდ წასული და იქიდან გვეხმარება. ჩვენი აღმსარებლობა ისლამია. ამ
„ყველაზე მეტად რისი გახსენებაც არ მინდა, ჩემი პატიმრობის პერიოდია. ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ვისაუბრე და ამოვწურე ეს თემა, მაგრამ როდესაც ჩემი ისტორიის მოყოლა მიწევს, მაინც მიხდება იმ პერიოდის მოგონება. საპატიმროში რომ მოვხვდი, გარეთ სამი მცირეწლოვანი შვილი დავტოვე
„სუ ტანჯვით გაზრდილი ვარ, ტანჯვით გაზრდილი
„ზემო ალვანის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი ჯერ ბუღალტრად და დღემდე მატერიალურ-ტექნიკურ მომმარაგებლად. სწორედ იმ დროს, როცა პედაგოგები 2-3 საათზე ამთავრებენ სამუშაოს, ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანებს საღამოს 5 საათამდე გვიწევს სკოლაში ყოფნა. სადილიც იქ უნდა მივირთვათ. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ სადილზე თინას, ჩვენს თანამშრომელს, მოჰქონდა თავისი მოწეული უგემრიელესი პომიდორი,
“მათემატიკაა ჩემი საყვარელი საგანი, საკმაოდ ძლიერი ვარ ტექნიკურ საგნებში, მაგრამ, ალბათ თქვენც გაგეცინებათ, უცხო ენებზე ვაპირებ ჩაბარებას. თავდაპირველად ბიზნეს ადმინისტრირების განხრით მინდოდა წავსულიყავი, ეკონომიკა მაინტერესებს, მაგრამ სკოლაშიც მასწავლებლებმა და ოჯახის ახლობლებმაც დამაჯერეს, რომ რადგან გოგო ვარ, დიდი კონკურენციის პირობებში აღმოვჩნდები და ამ განხრით დასაქმება გამიჭირდება.
„ქისტი ვარ. პანკისის ხეობაში გავიზარდე და აქვე დავამთავრე 8 წლიანი სკოლა. რადგან სამედიცინოზე ჩაბარება მინდოდა, თბილისში წავედი და 10 კლასი იქ დავამთავრე ოქროს მედალზე. მაშინ სამედიცინოზე ოქროსმედალოსნებს მარტო ერთი გამოცდა უნდა ჩაებარებინათ. ფიზიკა ავირჩიე, მაგრამ ოთხიანი მივიღე. ჩავიჭერი. მეორე წელს მომიწია გათხოვება, მთელი 2 წელი