თემები

დინა ოგანოვა, 28 წლის, თბილისი

„ბავშვობაში მე და დედა სულ ბორჯომში ვისვენებდით და ისე გამოდიოდა, რომ ყოველთვის ერთი ფოტოგრაფის სახლში ვრჩებოდით. ის ბორჯომის პარკში მუშაობდა, ფოტოებს იღებდა. ამ სახლში მე ყველაფრის გაკეთება შემეძლო, ყველაფერზე ნებართვა მქონდა, გარდა ერთადერთ ოთახში შესვლისა, რაც კატეგორიულად აკრძალული მქონდა. ის ოთახი ყოველთვის ანათებდა, წითელი შუქი

ეთუნა ნოღაიდელი, 31 წლის, თბილისი

“გაიზრდება და გაუტყდება დედის გვარი, მაინც ბიჭია" - უთქვამთ ჩემთვის. თუმცა, მე სულაც არ ვფიქრობ ასე. შვილისთვის ყოველმხრივ დაცული სივრცის შექმნა არ მგონია ჩემი, როგორც მშობლის ვალი. როცა 23 წლის ასაკში, 400 ლარი ხელფასით, თბილისში ქირით მცხოვრებმა მაინც გადავწვიტე შვილის გაჩენა, ფემინისტურ თეორიებზე წარმოდგენა ნაკლებად მქონდა.

ლია ლიქოკელი, 30 წლის, თბილისი

„პირველად წერა დავიწყე ბავშვობაში. ალბათ ამას წერა არც ერქვა, მაგრამ მაინც, ვწერდი ლექსებს და ამას არ ვმალავდი, არასოდეს დამიმალავს, მომწონდა და მაინტერესებდა, სხვები რომ კითხულობდნენ. სკოლის პერიოდის მერე წერა შევწყვიტე, თუმცა ჩამრჩა, რომ ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის კეთებაც შემეძლო. მერე ბევრი წელი გავიდა

მიკა ძიძიგური, 43 წლის, თბილისი

„ჩვენი ისტორია ასეთია - როდესაც ლილე დაიბადა, ერთი შვილი უკვე მყავდა და ვიცოდი რა არის გყავდეს შვილი. უბრალოდ, ეს ყველაფერი თავიდან უნდა განმეცადა და ბედნიერება უნდა გამორმაგებოდა, სხვა მოლოდინი არ მქონია. ორსულობის მერვე თვეში გავიგეთ, რომ ბავშვი გულის მანკით იბადებოდა, მაგრამ ექიმის დასკვნის მიხედვით, მის

თამთა ბერიძე, 19 წლის, ბათუმი

„წელს ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე და თბილისში წამოვედი სასწავლებლად. ბოლო კლასებში ბათუმში სწავლისას, დავუკავშირდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორიცაა ბათუმის ახალგაზრდული სახლი, ლიდერთა კლუბი, თავისუფლების ცენტრი და მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ჩემი პროტესტი ყოველთვის უკავშირდებოდა სასკოლო-საგანმანათლებლო სისტემის უუნარობას. სამწუხაროდ, სამოქალაქო განათლების საგანს არ შეუძლია ახალგაზრდებს ბევრი რამ ასწავლოს

მაკა კუპატაძე, 43 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, პოლიციელი ვყოფილიყავი. მაგრად მინდოდა პოლიციელობა. დღემდე ოცნებად მაქვს. სახლში არასოდეს პრობლემა არ მქონია მშობლების მხრიდან ჩემს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პატარაობისას მამას ეცინებოდა პოლიციელობა რომ მინდოდა, ბებია კვდებოდა სიცილით. დღემდე სინანული მაქვს, რომ პოლიციელი არ გავხდი და არ მივყევი ამ ოცნებას. ძალიან მომწონს

ანგელინა სოზაშვილი, 87 წლის რუსთავის მოხუცებულთა სახლი

„ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს მეც და ჩემს გარშემომყოფებს, იმიტომ რომ ახალ წლებზე ბევრი სტუმარი მოდის ჩვენს სახლში. მოდიან სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, მუსიკალური სასწავლებლებიდან და გვიმართავენ კონცერტებს, მოაქვთ საჩუქრები. იცით რა? აი, ღირსება გვემატება, რომ არ ვართ დაკარგულები და დავიწყებულები. თქვენც ხომ მაგიტომ მოხვედით ჩვენთან, რომ