ელენე ლუხუტაშვილი, 88 წლის, თელავი
„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად - სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ