კახეთი

ელენე ლუხუტაშვილი, 88 წლის, თელავი

„დედა იყო პედაგოგი ქალი, თავმომწონე და ლამაზი. მაგრამ როდესაც ჩვენ გაგვაჩინა, ტყუპები, დადამბლავდა მშობიარობის დროს. ამის მერე ქმარმა მიატოვა და დარჩა მარტო სამ შვილთან ერთად - სამი წლის ჩემი ძმა და ჩვენ ახალდაბადებული ტყუპები. 1930 წელი იყო, შიმშილის წელი. ჩემი ძმა და ტყუპისცალი შიმშილით გარდაიცვალნენ

ნუნუ ბერია, 80 წლის, თელავი

"ბავშვობიდანვე მიყვარდა თოჯინების კეთება. მე ზესტაფონელი ვარ, არდადეგებზე ვისვენებდით ხოლმე სოფელში და იქ სიმინდის ღეროსაგან დავიწყე თოჯინების გაკეთება, კაბებს ვუკერავდით და ასე ვერთობოდით. მაშინ არ იყო არც ტელევიზია, არც რადიო და რაღაცით ხომ უნდა გავრთობილიყავით?! მერე უკვე სწავლა რომ დაიწყო და უკვე დიდი გავხდი, ამას

ციცინო გაურგაშვილი, 49 წლის, პანკისის ხეობა

„დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, პანკისის ხეობაში. თუმცა მერე, 4 წელი ჯერ რუსეთში ვსწავლობდი და მერე უმაღლესი ჩეჩენ-ინგუშეთში დავამთავრე. ჩემი მომავალი ქმარიც იქ გავიცანი. უკვე დაძაბული პერიოდი იყო ჩეჩნეთში, 93 წელი იდგა. ჩემი ქმარი ჯოჰარ დუდაევის ერთგული თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო. მაშინ უკვე პირველი შვილი შეგვეძინა.

ანა მოზაიძე, 15 წლის, ნათია ნაკვეთაური, 17 წლის, ზემო ალვანი

ანა: „ პატარა ვიყავი მშობლებმა მუსიკალურში რომ შემიყვანეს. ეს მუსიკალური, ზუსტად სტადიონის წინ იყო და როცა გამოვდიოდი, საათობით ვიდექი და ვაკვირდებოდი, ბიჭები როგორ თამაშობნენ ფეხბურთს. მასწავლებელს შეუმჩნევია და დედაჩემისთვის უთქვამს, მგონი ფეხბურთი ძალიან აინტერესებსო. დედას არ უნდოდა ჩემი ფეხბურთზე შეყვანა. სანაცვლოდ, ჯერ ქართული ცეკვები შემომთავაზა,

მაია რაზმაძე, 43 წლის, თელავი

„თელავში დავიბადე. მამა იყო ყრუ და დედა სმენა დაქვეითბული. მყავდა ბებია, საკმაოდ განათლებული ქალი, რომელმაც გამზარდა და მომცა სხვადასხვა უნარი, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავი იმ გარემოში. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი იყო, სადაც კიდევ უფრო იჩაგრებოდნენ ეს ადამიანები და 80% მეტს ჰქონდა ადაპტაციის პრობლემა. ჩვენთვის კარგი

ანიჩკა ბებო, 82 წლის, ხადას ხეობა, სოფელი წკერე

„18 წლის ვიყავი შავები რომ ჩავიცვი: ჯერ მშობლები დამეღუპა, მერე ქმარი, შემდეგ შვილი. წკერე ხადას ხეობის ბოლო სოფელია, მთის წვერზე არის გაშენებული და აქ მას შემდეგ ვცხოვრობ რაც გავთხოვდი. 21 წლისა ვიყავი მაშინ. ახლა ჩემი შვილები და შვილიშვილები ზოგი ქალაქში, ზოგიც ფასანაურის ახლო სოფლებში ცხოვრობენ.

მაგდა ბეჟანიშვილი, 25 წლის, თელავი

„უნივერისტეტში ჩაბარება იყო ჩემი ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გადავლახე მასწავლებლებიდან და ფინანსებიდან გამომდინარე. შესაბამისი ცოდნის მქონე მასწავლებლები თელავში არ არიან. მეთორმეტე კლასში უსინათლოთა სკოლიდან, თელავის საჯარო სკოლაში გადმოვიტანე საბუთები. ძირითადად მაშინ მივდიოდი, როცა ჩემი მეგობარი იყო, რადგან ლანას გარეშე თავს იქ კომფორტულად ვერ