ნინო ბაიდაური, 32 წლის, თბილისი…
„ქალების გარემოცვაში გავიზარდე და ქალებმა აღმზარდეს. ადამიანები, რომლებიც სიმკვახიდან სიმწიფემდე სვლაში, ყველაზე დიდ გავლენას ახდენდნენ ჩემზე, ქალები იყვნენ. ყველაზე გამორჩეული ფიგურები. დედა, ბებია, დეიდა - ჩემი მეორე დედა და ჩემი პირადი მაგალითი იმისა, რომ დეიდას დედის სუნი ასდის, ქართულის მასწავლებელი, თუ თუნდაც, ფიჯეი ჰარვი თავისი