თბილისი

ანა, 24 წლის, თბილისი

„12 წლის ვიყავი ჩემი ორიენტაცია რომ გავაცნობიერე, თუმცა ძალიან ვმალავდი. ჩავიკეტე ჩემს თავში და ვმალავდი ამ ყველაფერს. ძალიან გამიჭირდა, გააზრება გამიჭირდა, საკუთარი თავის პოვნა გამიჭირდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მაინც რაღაც მაწუხებდა შინაგანად. ჩემი უახლოესი მეგობარი მიყვარდა, მაგრამ არ მითქვამს, მეშინოდა მისი დაკარგვის. მეშინოდა...

0

დადუ, 38 წლის, თბილისი

"პირველად, როცა ეს გავაანალიზე, ვიყავი ალბათ 8-9 წლის. როდესაც მივხვდი, რომ გოგოების მიმართ სხვანაირი გრძნობები მიჩნდებოდა. საკმაოდ საზრიანი ბავში ვიყავი და, რა თქმა უნდა, ამ თემაზე დავფიქრდი. რა ხდება, რატომ ხდება...

0

ლიკა ბარაბაძე, 31 წლის, თბილისი

"იმ გამოწვევებზე მინდა ვისაუბრო, რაც შვილის დაბადებისას გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვი 11 თვის ხდება და ახლახანს დავინახე გვირაბის ბოლოს სინათლე , მაგრამ ჯერ ვერ ვიტყოდი, რომ უკვე დავძლიე პრობლემები. ამ გამოწვევებიდან ერთ-ერთია საკუთარი თავის პოვნა, ანუ ვინ ვარ მე ახალ როლებში და ვინ ვარ მე,...

0

რუსა ჯიჯელავა, 22 წლის, თბილისი

„ოჯახში და მეგობრებში ქამინგაუთი გაკეთებული მაქვს. სახლში მარტო მე და დედა ვცხოვრობთ, მამა გარდაცვლილი მყავს. ზუსტად არ მახსოვს, 17-18 წლის ვიყავი, როცა ქამინგაუთი გავაკეთე. პირველად კლასელი გოგო შემიყვარდა და საკუთარ თავთან გავაცნობიერე ეს ყველაფერი, მაგრამ არ მყავდა არც ერთი ისეთი მეგობარი, ვისავ მოვუყვებოდი. ძალიან სტანდარტული...

0

ნატა, 25 წლის, თბილისი

„დაბადებიდან ბებია და ბაბუა მზრდიდნენ. დედამ მიმატოვა, მამა კი 6 თვის ვიყავი, როდესაც გარდამეცვალა. ოჯახში ბავშვობიდანვე ყველაფერს მე ვაკეთებდი. ჩემი ქათმები, გოჭები, ინდაურები მყავდა, რომლებიც ჩემი შემოსავლის წყარო იყო. ძალიან პატარა, დაახლოებით 5-6 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მივხვდი, რომ სკოლაში უფროსი ბიჭების მიმართ მიჩნდებოდა გრძნობები....

0

ნინო ანდრიაძე, 38 წლის, თბილისი

„ქალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი კარიერულ წინსვლაში მისი ორსულობის პერიოდია და ამ მდგომარეობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა სამსახურში. შესაძლო დეკრეტული შვებულებით გამოწვეული არაპროდუქტიულობა დამსაქმებლისთვის ალბათ ის იარლიყია, რომელსაც ყველა ქალს მიაკერებს და მის სარგებლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ დროს დაცულობის განცდა ქალისთვის თითქმის ნულოვანია. ცხადია, პირში არავინ გეუბნება, მაგრამ...

0

ანა მაისურაძე, 29 წლის, თბილისი

"მე ვარ ანა მაისურაძე, 29 წლის და ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი თბილისდან. ამჟამად ვმუშაობ წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსაში. ძალიან მიყვარს წიგნები, მუსიკა, სიმღერა, კომპიუტერული თამაშები და არა მარტო. დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტები. მოკლედ, რეალურად ისევე ვცხოვრობ, როგორც უმრავლესობა ცხოვრობს ჩვენს ქალაქში. ჩემი პრობლემა არა იმდენად...

0

ნათია გვიანიშვილი, 30 წლის, თბილისი

„ჩემს იდენტობას სახელი 17 წლის ასაკში დავარქვი, მაგრამ სახელის დარქმევა არ იყო ძნელი იმიტომ, რომ გააზრება რომ ლესბოსელი ვიყავი ძალიან ლოგიკური იყო. ბავშვობიდან მომწონს ქალებთან ყოფნა, სოციალურადაც და ემოციურადაც და მოზარდობაში კიდევ სექსუალური ასპექტი რომ დაემატა, ძალიან ჰარმონიულად ჩაჯდა. ყველაზე უარყოფითი გამოცდილება, რაც მქონია, დაკავშირებულია ჩემს...

0

ნუცა, 24 წლის, თბილისი

"ჩემს თავს ქვიარს ვეძახი. არც ერთს არ მივეკუთვნები, არც ლესბოსელს, არც ბისექსუალს, მაგრამ ურთიერთობისას უპირატესობას გოგოებს ვანიჭებ. საკუთარ თავს დაახლოებით 2 წლის წინ გამოვუტყდი და პირველ რიგში მეგონა, რომ ღმერთი დამსჯიდა. რელიგიური და მორწმუნე ვიყავი იმიტომ, რომ ასე გამზარდეს. არ ვიცოდი მართლმადიდებლობის იქით თუ რამე არსებობდა....

0