თბილისი

თამარ (ბუდე) აბრამიშვილი, თბილისი

„აქ, ახლა სადაც ვცხოვრობ კასპის სოფლის ახალქალაქიდან მოვხვდი. იქ ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი, სკოლაც იქ დავამთავრე და შემდეგ ტექნიკუმში ვსწავლობდი, რომლის დამთავრების შემდეგ კავშირგაბმულობაში გამანაწილეს ოპერატორად. ეს საერთო საცხოვრებელიც კავშირგაბმულობას ეკუთვნის და ამიტომ მოვხვდი აქ. თუმცა, ის ჩემი სამსახურიც დაიხურა და დავრჩი ასე...

0

მანანა ქომეთიანი, 46 წლის, თბილისი თამარ კვიჟინაძე, 42 წლის, თბილისი…

პირველი ბავშთა ჰოსპისის მზრუნველი ქალები ---------------------------------------------------------------------- „თუ ახლა ღამით, ტყის მახლობლად, წყაროზე ანდა გზის პირას ბუჩქების თავზე მოციმციმე ციცინათელებს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ისინი დღემდე ეძებენ თავის მზეთუნახავს და ვერ პოულობენ“ - „სალამურას თავგადასავალი“ ------------------------------------------------------------------------ მანანა: „ბავშვთა პირველი ჰოსპისი 5 თვეა რაც გაიხსნა. ჰოსპისი ლათინური სიტყვაა და ის თავისი ორგინალური მნიშვნელობით,...

0

თიკო კვალიაშვილი, 26 წლის, თბილისი

„საკუთარ თავს არ ვუწოდებ ცხოველთა უფლებადამცველს. ვარ ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარს ცხოველები. რომ გერქვას ცხოველთა უფლებადამცველი, ვფიქრობ, ეს დიდი პატივია და ამისთვის ბევრი უნდა გააკეთო, მე კი, ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ამ სახელით მოხსენიებას ვიმსახურებდე. ცხოველები ბავშობიდანვე მიყვარდა. მამაჩემის სამსახურის გამო, 12 წლამდე...

0

ქრისტინე მიხაილოვა, 31 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი თამუნა მარგველაშვილი, 19 წლის, საოჯახო ტიპის საცხოვრებელი, თბილისი…

(თამუნა და ქრისტინე ცხოვრობენ ორგანიზაცია ხელი ხელსის მიერ შექმნილ საოჯახო ტიპის სახლში. ინტერვიუ ჩაწერილია მუშაობის პროცესში, სოციალურ საწარმოში ბაბალე • Babale.) „თამუნა: არა, მე თამუნა ვარ. ქრისტო, მოვიდნენ...

0

ლიკუნა ჩაჩიბაია, 21 წლის, თბილისი

ხელი -------- „ზუსტად 5 წლის წინ, 29 მაისს მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა შანსი იყო, გადავრჩი. თუმცა, ამის გამო ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. გადავრჩი და მომეცა შანსი სიცოცხლით ისევ დავმტკბარიყავი. 3 დღე კომაში ვიყავი, ამ დროს მომკვეთეს ხელი. რა თქმა უნდა, რადგან მე გათიშული ვიყავი...

0

სესილი ღვინჯილია, 21 წლის, თბილისი

„განსხვავებული ვარ თუ არა? ვერ მივხვდი ამ შეკითხვას. არ ვიცი, რას ნიშნავს იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ყველა. სიამოვნებისგან ვტირი, როცა მოცარტს ვუსმენ - ბედნიერ დროს მაგონებს, რომელიც ბათუმში გასტროლებზე გამიტარებია და მომავალსაც, სადაც კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები. „ჩემი პირადი ცხოვრება“ - ასე დავარქვი დღიურს,...

0

ანა კუბლაშვილი (Newa), 27 წლის, თბილისი

"მუსიკალურ ოჯახში ვარ გაზრდილი და ამიტომ, მუსიკასთან ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა. 4 წლიდან ხან ვმღეროდი, ხან ფორტეპიანოზე და დრამზე ვუკრავდი. მოკლედ, ბევრი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული და ყველა ჟანრის მუსიკა მომისინჯავს. ელექტრონული მუსიკა ადრეული ასაკიდან მიზიდავდა და მაინტერესებდა, მაგრამ მუსიკის კეთება უზბეკეთში ცხოვრებისას დავიწყე, სადაც მშობლებთან ერთად...

0

სალომე საღარაძე, 22 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან მიყვარდა ბურთის თამაში. სულ აქტიური ვიყავი. მაშინ, როდესაც გოგოები ბიჭებს ეპრანჭებოდნენ, მე ბურთს ვეპრანჭებოდი. მამამ შემაყვარა სპორტი, 9 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. ხობში, სანამ გუნდი არ იყო და შეიქმნებოდა, მამა მავარჯიშებდა. თამაში რომ დავიწყე, მეზობლებისგან იყო დამოკიდებულება, რომ „გოგოა და რას ერჩით?!“, მაგრამ არ მაინტერესებდა სხვისი...

0