თბილისი

ქეთა ტვილდიანი, 15 წლის, თბილისი

„პირველად სკოლის მიმართ პროტესტი მეშვიდე კლასში გამიჩნდა, როცა სკოლამ ის კლასი დაყო ტექნიკურად და ჰუმანიტარულად, რომელთან ერთადაც პირველი კლასიდან მოვდიოდი. ახალ ბავშვებთან შეწყობა ძალიან გამიჭირდა და სწავლის რეჟიმიც ამერია. მას მერე რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, იმ იმედით, რომ სადღაც მივაგნებდი იმ სიტუაციას, რომელიც მჭირდებოდა. საერთოდ ვფიქრობ, რომ...

0

მარი კორკოტაძე, 35 წლის, თბილისი

„დათა ჩემი პირველი შვილია. ახლა რვა წლისაა. მქონდა ძალიან ჩვეულებრივი და მშვიდი ცხოვრება, ვზრდიდი ჩემს შვილს წყნარად, მერე გავაჩინე მეორეც და როცა ორი თვის გახდა, იმდენად აქტიური და კონტაქტური იყო, დათას ბავშვობასთან დავიწყე შედარება და სულ ვამბობდი, რომ დათა ამ ასაკში ასეთი არ იყო. ბავშვებს...

0

მაგდა კალანდაძე, თბილისი

„იმის გამო, რომ ქვიარ აქტივისტი ვარ, მეტწილად თავს ამაყად და ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა არანაკლები სიძლიერით განმიცდია ჩაგვრა და გარიყვა. შეიძლება, პირველი ვარიანტი უფრო დიდი დოზითაა, რაოდენობრივად რომ ავიღოთ, მაგრამ ხარისხობრივად ძალიან ძლიერია ეს ჩაგვრა და დამთრგუნველია გარიყულად ყოფნა. ვიყო ქვიარი ნიშნავს, რომ ჩემთვის...

0

ნატალია ცერცვაძე, ექიმ-გინეკოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისი

„ჩემი მოღვაწეობა სამედიცინო დარგში დაიწყო მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებიდან მოსკოვში, სადაც გინეკოლოგური განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი მოსკოვის 26-ე სამშობიარო სახლში. სამოქალაქო ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქ. თბილისში გადმოვედი და გლდანის რაიონის ქალთა კონსულტაციის გამგედ დავინიშნე. 1970 წლიდან დღემდე ვმუშაობ ექიმ-გინეკოლოგად. ასევე, ოჯახის დაგეგმვის მიმართულებითაც. გავრცელებულია...

0

ანამარია ბრაგვაძე, 23 წლის, თბილისი

„სტუდენტი ვარ. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულებაზე და ვარ დამამთავრებელ კურსზე. სწავლის პარალელურად ვმუშაობ ბარმენად. ჯერ სულ სამი თვეა, რაც ბარმენობა დავიწყე და ორ სამსახურში ვმუშაობ, მაგრამ მანამდე ბევრგან მიმუშავია სტუდენტობის პერიოდში. ძირითადად, მომსახურების სფეროსა და არაფორმალურ სექტორში მიწევდა...

0

გვანცა აფხაიძე, 25 წლის, თბილისი

„20 წლის ვიყავი, როცა, სრულიად შემთხვევით, მივედი ექიმთან, რადგან მეგონა, რომ მქონდა ფარისებრი ჯირკვალი და აღმოჩნდა ლიმფომა ბოლო სტადიაში...

0

ნინო კიკნაძე, 37 წლის, თბილისი

„2006 წლიდან ჩემი პროფესიული სამუშაო ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის უფლების დაცვას უკავშირდება. ჩემი პირადი გამოცდილებით და პროფესიული ინტერესით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშების მიმართულებით გარკვეული ცოდნა დავაგროვე, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში ამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და მათი მხარდაჭერის კუთხით მინდა გამოვიყენო. ბავშვები ყოველთვის ძალიან მიყვარდა,...

0

მადონა (მარგარიტა) ნაროუშვილი, 60 წლის, თბილისი

„ვმუშაობდი სენაკის ხალიჩების კომბინატში, მქსოველად. საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. სულ კაცები მუშაობდნენ და მე - ერთი ქალი ვმუშაობდი უზარმაზარ დაზგაზე. ეს იყო ქარხნული ხალიჩების წარმოება და ვქსოვდი ამ დიდ ხალიჩებს. მსიამოვნებდა იმ ფაბრიკაში მუშაობა, ქალურ საქმეებს ვერ ვერგებოდი. ხელფასიც კარგი მქონდა, გამომუშავებაც და სახელიც და...

0

ქეთი ოქიტაშვილი, 47 წლის, თბილისი

„33 წლის ვიყავი ნიკუზე რომ დავფეხმძიმდი. პრობლემური ორსულობა მქონდა. ორსულობის 32-ე კვირაზე, ჩემმა მეანმა კატეგორიულად მოითხოვა ორსულობის შეწყვეტა, რადგან ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ იქნებოდა. ქმრის ოჯახმაც მითხრა, თუ ბავშვს არ მოვიშორებდი, ჩემს ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე - ამის გაგონება არც კი მინდოდა, რადგან...

0