თბილისი

თამარ კორძაია, თბილისი

„ბუნებრივი პროტესტი აკრძალვების მიმართ მუდმივად მქონდა, მაგრამ ამას სქესის გამო ჩაგვრის სახელი მოგვიანებით დავარქვი, როცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გავხდი. ჯერ კიდევ პატარაობაში ვხვდებოდი, რომ ჩემი ძმა ბევრად უფრო მომგებიან მდგომარეობაში იყო, ვიდრე მე. ბევრი ძალისხმევის შედეგად მომიწია ამერჩია ის პროფესია, რაც მინდოდა; თან მესწავლა და...

0

სალომე ცოფურაშვილი, 32 წლის, თბილისი

„დედაჩემი ოჯახში პირველი შვილი იყო. ბებიას და პაპას სიყვარულზე მთელი ცხოვრება ლეგენდებს გვიყვებოდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბებიაჩემმა გოგო რომ გააჩინა, პაპაჩემი ორი დღე არ ელაპარაკებოდა. აღმოჩნდა, რომ პაპასაც, როგორც ყველა ქართველ კაცს, პირველი შვილი ბიჭი უნდოდა. შეიძლება ამან განაპირობა, შეიძლება ზოგადად დაგროვებულმა გამოცდილებამ, მაგრამ დედა...

0

ია უძილაური, 30 წლის, თბილისი

„სკოლის ასაკიდან მიწევდა არჩევანის გაკეთება ჩემს ქცევასა და ინტერესებს შორის. სულ ასე მისვამდნენ საკითხს, როგორ შეიძლება ერთდროულად კარგად სწავლობდე და იყო ცელქი გოგო? ამ სტერეოტიპს მოგვინებით, სტუდენტობის ასაკშიც გადავაწყდი, როცა ჩემს სადოქტორო კვლევასთან ერთად გადავწყვიტე ფიტნეს სპორტსმენი გავმხდარიყავი. დიდი იმედი მაქვს მალე განვაახლებ მუშაობას ჩემ სადოქტორო...

0

ბაია დავითაია, თბილისი

"განსაკუთრებული ბავშვი”, “არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე”- ასეთი კითხვები თუ შეფასებები ბოლო დროს ძალიან ხშირად მხვდება და როგორც აუტიზმის დიაგნოზის მქონე შვილის დედას, ძალიან კარგად მესმის ის შიში და დაბნეულობა, რომელიც ლოდივით აწევთ მშობლებს და განწირულობის, გარდაუვალი იზოლაციის შეგრძნებას უღვივებს. მაგრამ, ასეთი მომენტები ჩემს...

0

ნინო ბაიდაური, 32 წლის, თბილისი…

„ქალების გარემოცვაში გავიზარდე და ქალებმა აღმზარდეს. ადამიანები, რომლებიც სიმკვახიდან სიმწიფემდე სვლაში, ყველაზე დიდ გავლენას ახდენდნენ ჩემზე, ქალები იყვნენ. ყველაზე გამორჩეული ფიგურები. დედა, ბებია, დეიდა - ჩემი მეორე დედა და ჩემი პირადი მაგალითი იმისა, რომ დეიდას დედის სუნი ასდის, ქართულის მასწავლებელი, თუ თუნდაც, ფიჯეი ჰარვი თავისი...

0

თეა ბოლქვაძე, 41 წლის, თბილისი

„ჩემი ბავშვობა ცოტა რთული იყო, 15 წლის ასაკში 20 წლის ძმა დამეღუპა ავარიაში. დავრჩი ერთი სახლში. ის კი არა რომ შევეგუეთ, რომ აღარ არის ჩემი ძმა, არა გარდაცვლილთან ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მან იმქვეყნიურში გააგრძლება ცხოვრება ჩვენთან ერთად და ჩვენ აქ. რაღაცნაირად შევეგუეთ ამ ცხოვრებას. მერე იყო...

0

სოფია კენჭიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„18 წლიდან ვმუშაობდი კლუბურ სისტემაში. მიმუშავია მოცეკვავედ, მიმტანად, ბარმენად, მენეჯერადაც და მევასება ეგ სფერო რა. კლუბში მუსიკა რომ მესმის, ეგრევე ვენებში შემდის და მეტი აღარაფერი მინდა ამ დროს. მზად ვარ დამლაგებლადაც ვიმუშაო კლუბში, ოღონდ იმ განათებებს ვხედავდე და იმ კვამლის აპარატის სუნს ვგრძნობდე, მაგრამ საქართველოში...

0

ნინო თარხნიშვილი, 37 წლის, თბილისი

„რთული პროფესიაა რეპორტიორობა. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ცოდნას მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ქალებისგან სხვა, ხანდახან „განსაკუთრებულ“ ფიზიკურ მონაცემებსაც მოითხოვს. აი, მაგალითად, კარგია, თუ კარგად სირბილი შეგიძლია და ადვილად არ იღლები. იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, მასალის ასაღებად წასულს, რა პირობებში მოგიწევს...

0