თბილისი

მარიეტა მაკარიძე, 41 წლის, თბილისი

„სამი შვილის დედა ვარ და კერძო სექტორში, სკოლაში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ჩემი დეკრეტული შვებულების გამოცდილება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქალს ყოველი ორსულობა უმწეო მდგომარეობაში აგდებს და მუდმივად აყენებს სამსახურის დაკარგვის საფრთხის პირისპირ მე ვასწავლიდი ადრე ერთ კერძო სკოლაში, სადაც ჩემი ორი ორსულობა გამოვიარე. სამწუხაროდ,

მირანდა ფაღავა, 23 წლის, თბილისი

„ბავშვობიდან ჩემს თავს გოგოდ აღვიქვამდი. ბიჭის სახელი მქონდა, თორემ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავდი სხვა გოგოებისგან. 11-12 წლიდან ასაკიდან დავიწყე იმაზე სერიოზულად ფიქრი, თუ ვინ ვიყავი. ჩემ გარშემო ისეთი ჰომოფობიური გარემო იყო, მძიმე დეპრესიაში ვიყავი, თავი ცუდი ადამიანი მეგონა, ძალიან ცუდი წარმოდგენები მქონდა საკუთარ თავზე. თუმცა,

ნანა დიხამინჯია, 40 წლის, თბილისი

„ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ვარ, კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. პროფესიით მათემატიკოსი ვარ. სადოქტორო გამოყენებით მათემატიკაში მაქვს დაცული, მაგრამ პროგრამირების სფეროში 22 წლიდან ვმუშაობ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა და პროგრამირება მაშინ დამჭირდა პირველად, სამეცნიერო გათვლებისთვის. პარალელურად გეოსაინფორმაციო

ნატალია ფარცხალაძე, 42 წლის, თბილისი

სანამ „კონა“ გაჩნდებოდა, ვეძებდი. ვეძებდი საქმეს, რომელიც ჩემი იქნებოდა. ვეძებდი საშუალებას, არ შევგუებოდი იმას, რასაც ვერ ვეგუებოდი. არსებობს გარემოებები, რომლებიც შენზე დიდია და ვერ მოერევი, მაგრამ ის, თუ როგორ გამოხატავ შენს დაუმორჩილებლობას - ეს შენს ხელშია. გადავწყვიტე, ჩემი პროტესტი კონსტრუქციული ქმედებით გამომეხატა - საქმით და

თამთა მელაშვილი, 38 წლის

კითხვის და წერის შესახებ -------------------------------------------- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა და ისე მოხდა, რომ თავიდან, ჯერ გაუცნობიერებლად, სულ ქალი ავტორებისკენ მიმიწევდა გული. ცოტანი იყვნენ და მეც მუდმივი შიმშილი მქონდა. კი, ვკითხულობდი ჰემინგუეის, ტოლსტოის და ჯავახიშვილს, მაგრამ ვხვდებოდი, რომ არ მაღელვებენ, სულ მქონდა დანაკლისის განცდა. კაცების დაწერილ წიგნებში ეს

ხათუნა ცხადაძე, 44 წლის, თბილისი

"წერა სკოლიდანვე მიყვარდა და მეხერხებოდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკუთარი არასოდეს არაფერი დამიწერია. ძალიან გამიმართლა და კარგი ქართულის მასწავლებელი შემხვდა “აბიტურიენტობის“ დროს. იმ ადამიანმა მასწავლა წერა. უფრო სწორად, მასწავლა, „როგორ არ შეიძლება წერა“. საერთოდ, რაღაცის კარგად გასაკეთებლად ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, ცუდი რა არის. ეს დღესაც

ნინო ჟვანია, 43 წლის, თბილისი

„სწორედ იმის გამო, რომ ორი შვილი მყავს, კარგად ვხვდები როგორი ინდივიდუალურია ადამიანის ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთი გენეტიკა აქვთ, ერთნაირ გარემოში იზრდებიან და აღზრდის ერთიდაიგივე მეთოდებს ვიყენებ, ბავშვებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ. სწორედ აქ არის მშობლის დილემაც - მოაქციოს საზოგადოების მიერ აღიარებულ ქცევის

ხათუნა მაკალათია, 37 წლის, თბილისი

სცენაზე ------------------------------- „2002 წელი იყო. ჩემმა მეგობარმა ნიაზ დიასამიძეს რომ დაურეკა, მეგობარი მყავს, კარგ მუსიკას აკეთებს და იქნებ მოუსმინოთო. მეორე დღეს 33ა-ს სტუდიაში ფაქტის წინაშე დამდგარმა, ჩემი ძველი ლენინგრადის გიტარა ავიღე ხელში და დავუკარი. არც ვიცი, როგორ გავბედე. ძალიან ვღელავდი. მეორე დღესვე დამიბარეს ჩაწერაზე. იმ დღეს ნიაზმა

მარიტა ჭანიშვილი, 14 წლის, თბილისი

მასწავლებლები და მათი დამოკიდებულებები ------------------------------------------------------------------ "ხანდახან მგონია, რომ ჩვენი სკოლა და მასწავლებლები ისევ ძველ, საბჭოთა დროში არიან ჩარჩენილები. ამგვარი დამოკიდებულებები მგონი, თითქმის ყველა საჯარო სკოლაშია. აი, მაგალითად, ერთ-ერთი საგნის მასწავლებელი პირველად რომ გაგვეცნო, ბიჭებს უთხრა, რომ ბიჭებს უფრო მეტად მიექციათ მისი საგანისთვის ყურადღება, რადგან ეს საგანი, როგორც