კახეთი

ნინი ბოჭორიძე, 21 წლის, თელავი

"სულ ვამბობ, რომ თელავი „დაბერდა.“ როგორც ყველა სხვა რეგიონში, აქედანაც ხდება "ახალგაზრდა ტვინების" გადინება - ბაკალავრიატს დაასრულებენ თუ არა, დიდ ქალაქებში მიდიან. ჩვენ თუ არ შევცვლით, სხვა ისე შეცვლის, როგორც მას სურს და ვხედავთ, რომ ასეთმა შეცვლამ დიდი სიკეთე ვერ მოგვიტანა. უკვე რამდენიმე წელია, თელავში, ახალგაზრდული ინტერესების

თიკუნა ბეკოშვილი, 29 წლის, თეთრიწყარო

თეთრიწყაროში დავიბადე და სკოლაც აქვე დავამთავრე. ბავშვობიდანვე ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ შემთხვევით გოდერძი ჩოხელი წავიკითხე, რომელიც ჩემთან იმდენად ახლოს მოვიდა, რომ თვითონ ამ ადამიანითა და იმით დავინტერესდი, რამე თუ იყო მასზე გადაღებული - რეპორტაჟი, სიუჟეტი ან დოკუმენტური ფილმი. აღმოჩნდა, რომ არაფერი არსებობდა. გოდერძი მაშინ ცოცხალი იყო

ლუსო დოსტიბეგიანი, 25 წლის, თეთრიწყარო

მიგრანტების შვილი ------------------------------------- პირველ კლასში შევდიოდი მამაჩემი რომ წავიდა და ლამის მთელი ცხოვრებაა საბერძნეთშია. მეორე კლასში ყოფნის დროს კი დედაც გაჰყვა, მაგრამ ორ წელში უკან დაბრუნდა. მაშინ, როცა უკვე მეცხრე კლასში გადავედი და ჩემი ძმა აბარებდა, მამა ცდილობდა, მთელი ოჯახი ერთად წავეყვანეთ. ვიღაცამ სერიოზულად მოატყუა საბუთებთან დაკავშირებით

მარიამ ხანგოშვილი, 78 წლის, ჯოყოლო, პანკისის ხეობა

მე თვითონ დუისელი ვარ. ისე მოხდა, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობდი. 8 თვის ვყოფილვარ, როცა ის ფრონტზე დაიღუპა. დედაჩემი მეორედ აქ, ჯოყოლოში გათხოვდა. მეც თან წამომიყვანა და თავისთან ერთად მზრდიდა. მამით და-ძმა არ მყავდა, მაგრამ დედით შვიდი და და ერთი ძმა ვიყავით. ოჯახში ბევრს შრომობდნენ

მედიკო მაჩალიკაშვილი, 46 წლის, დუისი – პანკისის ხეობა

სტუდენტობის აუხდენელი ოცნება ------------------------------------------------------------- სტუდენტი არასოდეს ვყოფილვარ, არ მეღირსა ეგ ბედნიერება

სოფიო ჯეთერიშვილი, 19 წლის, დედოფლისწყარო/თელავი

„ჩემი აზრით ადამიანს რისი კეთებაც უნდა, რაც მის სულშია, იმას ყოველთვის გააკეთებს.  მთელი ბავშვობა დამოუკიდებელი მინდოდა ვყოფილიყავი. ძალიან ბევრჯერ მქონდა ამის მცდელობა, რამდენჯერმე გავიქეცი, გავიპარე სახლიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე, სულ პატარა ვიყავი და ვიცოდი  უკვე, რომ არ მინდოდა იმ სახლში ყოფნა, სადაც არ

მანანა გონიაშვილი, 38 წლის, სიღნაღი

„16 წლის ვიყავი, 2 კვირის გაცნობილმა ბიჭმა რომ მომიტაცა. მამაჩემი მოვიდა და მითხრა, მანანა შენ როგორც იტყვი - თუ გინდა ახლავე წამოდი და დაბრუნდი სახლშიო. მაშინ სხვა დრო იყო. მეც მრცხვენოდა ხალხის. რას იტყოდნენ ახლობლები, მოტაცებული სახლში დაბრუნდაო. ჰოდა ამ სირცხვილს, დარჩენა გადავწყვიტე. არადა, ნეტა

მაია ბიძინაშვილი, 54 წლის, ნუკრიანი

"უცხო“ ---------------------- "მე სხვა სოფლიდან მოვედი ნუკრიანში, როგორც რძალი და არსებულ ურთიერთობებში დიდი კულტურული განსხვავება იყო ჩემთვის. ვხედავდი, რომ უბანი ჩაკეტილი იყო და ერთმანეთთან არ მიდი-მოდიოდნენ ისე, როგორც ჩემს სოფელში. თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობდი, რადგან, თან მაშინ აღმოჩნდა, რომ ე.წ. „ახალი თაობის რძლებიდან“ უბანში პირველი ვიყავი. ამიტომ,